პროგრამა EU4ENERGY

აღწერა
პროგრამის EU4ENERGY მიზანი იყო ენერგეტიკული მონაცემების და სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესება, რეგიონული პოლიტიკის გადაწყვეტილებების ფორმირება, საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების გაძლიერება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება პარტნიორ ქვეყნებში. ეს პროგრამა ინიციატივის EU4ENERGY ძირითადი კომპონენტია.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროგრამა EU4ENERGY ხუთი კომპონენტისგან შედგება:
- EU4ENERGY მონაცემები: ენერგეტიკული მონაცემების მართვის გაუმჯობესება და გამოყენება პოლიტიკის დიზაინში.
- EU4ENERGY პოლიტიკა: დიალოგის მხარდაჭერა ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებზე და ცოდნის გაზიარება საკითხთა ფართო სპექტრზე, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ბაზრები.
- EU4ENERGY მმართველობა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტექნიკური დახმარება საკანონმდებლო და რეგულირების სფეროებში, პოლიტიკის რეკომენდაციების განხორციელება და ინვესტირება ენერგეტიკის ძირითად სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
- EU4ENERGY ვებ-პორტალი: ინტერაქტიული ვებ-პორტალის ჰოსიტნგი, რომელიც იქნება გლობალური ჰაბი ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის საკითხებზე, როგორიცაა ენერგეტიკული მონაცემები, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა, პოლიტიკა და საინვესტიციო პროექტები.
- EU4ENERGY კომუნიკაცია და ცნობადობა: ცნობადობის და კომუნიკაციის გაუმჯობესება ევროკავშირს და ბენეფიციარ ქვეყნებს შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული და ბილატერალური პროექტების შესახებ ენერგეტიკის სფეროში.
მოსალოდნელი შედეგები

- ენერგეტიკის მონაცემთა პოტენციალის გაუმჯობესება.
- მონაცემთა შეკრების და მონიტორინგის გაუმჯობესება.
- ენერგეტიკის სფეროს ფაქტებზე დამყარებული პოლიტიკის დიზაინი.
- საკანონმდებლო და რეგულირების ჩარჩოების ტექნიკური დახმარება და ინვესტიციები ძირითად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა
თემები:
ენერგეტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2016
დასრულების თარიღი:
30.06.2020
ვებსაიტი:
www.EU4Energy.eu

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,