სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია

აღწერა
პროექტი დაიწყო 2024 წლის 1 იანვრიდან და გაგრძელდება 36 თვის განმავლობაში. პროექტის ძირითადი მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, მათ შორის, სასამართლო რეფორმების ჩათვლით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით სამოქალაქო ცნობიერებისა და ჩართულობის ნაკლებობის გათვალისწინებით, პროექტის ძირითადი მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, მათ შორის, სასამართლო რეფორმების ჩათვლით.
კერძოდ,
- გაანალიზდება ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს სასამართლოებისა და ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და ნეიტრალიტეტზე, შემუშავდება და გამოქვეყნდება რეკომენდაციები;
- გაანალიზდება სასამართლო სისტემის ძირითადი ინსტიტუტების ინსტიტუციური გამოწვევები, შემუშავდება და გამოქვეყნდება რეკომენდაციები;
- გაძლიერდება სამოქალაქო ორგანიზაციების უნარები ჩრდილოვანი ანგარიშების წარდგენასთან მიმართებით;
- გაიზრდება ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობაში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით;
- მოწყვლად ჯგუფებს ექნებათ უკეთესი წვდომა უფასო სამართლებრივ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე;
მოსალოდნელი შედეგები
1. სამოქალაქო საზოგადოებას ექნება გაძლიერებული ზედამხედველობა მართლმსაჯულების რეფორმებზე, ასევე, გაუმჯობესდება მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა;
2. სასამართლოს გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებების უკეთესი ხელმისაწვდომობისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკით.
პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
თემები:
სამართალი, სამოქალაქო საზოგადოება
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2024
დასრულების თარიღი:
31.12.2026
ვებსაიტი:
https://gyla.ge/ge
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/GYLA.ge/?locale=ka_GE
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
447-077

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,