უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით

აღწერა
პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების დემოკრატიულ ცხოვრებაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი Childfund Deutschland E.V, (გერმანია) ხელმძღვანელობით შემდეგ ორგანიზაციებთან ერთად - სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია „Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო).

კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის და კარიერის მართვის უნარების განვითარება, მათი აღჭურვა თანამედროვე შრომის ბაზრისთვის შესაფერისი უნარებით ინოვაციური საგანმანათლებლო კონცეფციის გზით.
მოსალოდნელი შედეგები
სოციალური მეწარმეობის ონლაინ პლატფორმის შექმნა
სოციალური მეწარმეობის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემუშავება
სოციალური მეწარმეობის თემაზე სასწავლო მასალების შექმნა და მათი ინტეგრირება ადგილობრივ განათლების სისტემაში
ტრენერთა ტრენინგი (ToT) ჩატარება სოციალური მეწარმეობის თემაზე
სასწავლო ვიზიტი პროექტის მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში და გერმანიაში
სოციალური მეწარმეობის თემაზე ვორკშოპების ჩატარება სკოლებში
წინასწარ შერჩეულ სკოლებში მცირე გრანტების გაცემა სოციალური მეწარმეობის ინიციატივების მხარდასაჭერად
საზაფხულო სკოლის ორგანიზება ტრენერების, მეწარმეების და მენტორების მონაწილეობით
საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება სოციალური მეწარმეობის თემაზე
სოციალური მეწარმეობის ქსელის შექმნა
სტაჟირების პროგრამის განხორციელება სოციალურ საწარმოებში
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
GENERAL
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
დასაქმება და მეწარმეობა, ახალგაზრდობის მონაწილეობა და ლიდერობა
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, აღმოსავლეთ პარტნიორობა, განათლება, ეკოლოგია, დასაქმება, ახალგაზრდობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.07.2023
დასრულების თარიღი:
30.06.2025
სოციალური მედია:

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,