PGG III: თანასწორობის და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა: მეტად მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისკენ სვლა

აღწერა
რეგიონული პროექტი მიზნად ისახავს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციის სფეროში ინსტიტუციებთან დამყარებული პარტნიორობის კონსოლიდაციას, ასევე მიმდინარე პროცესებისა და საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩოების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის - მესამე ფაზის ფარგლებში. იგი ეფუძნება აღნიშნული პროგრამის წინა ფაზების შედეგებს თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციის ხელშეწყობის სფეროში (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტი ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში დისკრიმინაციის, სიძულვილის, რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული მექანიზმების ფუნქციონირების გაუმჯობესებას:

1. გააუმჯობესოს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვება, ამ მხრივ დამატებითი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რელევანტური რეკომენდაციებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციის CM/Rec(2022)16 შესაბამისად.
2. თანასწორობისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სიძულვილსა და რასიზმზე რეაგირების გაძლიერება.
3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებში ჩართულ ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სხვა აქტივისტებთან თანამშრომლობა, მათთვის ცოდნისა და ინსტრუმენტების გაზიარების გზით სიძულვილის და რასიზმის აღმოფხვრა, თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, მსხვერპლთათვის და ახალგაზრდებისათვის გამიზნული აქტივობების საშუალებით.
მოსალოდნელი შედეგები
1. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დისკრიმინაციის, სიძულვილის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების ფუნქციონირების გაუმჯობესება ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
2. გადაწყვეტილების მიმღები პირების, მაგისტრატების და სამართალდამცავი ორგანოების ცოდნისა და უნარების გაძლიერება სიძულვილის და მასთან დაკავშირებული მიკერძოების მოტივების შესახებ მონაცემთა შეგროვების საკითხში.
3. მთავრობების, თანასწორობის ორგანოებისა და პოლიციის ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერება მრავალფეროვან საზოგადოებაში უკეთ მუშაობისა და რასიზმსა და შეუწყნარებლობაზე რეაგირების უზრუნველსაყოფად,
ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
4. არასახელმწიფო პარტნიორების
ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და საზოგადოებებზე სიძულვილის მავნე ზემოქმედების შესახებ.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, აღმოსავლეთ პარტნიორობა, განათლება, ადამიანის უფლებები, სამართალი, ქალები, ახალგაზრდობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.03.2023
დასრულების თარიღი:
26.02.2026
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
441-959

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,