აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მხარდაჭერა: პოლიტიკური დიალოგის და სამოქალაქო აქტორების გაძლიერება

აღწერა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (EAP CSF) - ეს არის სამოქალაქო საზოგადოების უნიკალური მრავალშრიანი რეგიონული პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და რეფორმების და დემოკრატიული გარდაქმნების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთა შორის ურთიერთობის სფეროა. ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას რეგიონში და პლურალიზმის განვითარებას საზოგადოებრივი განხილვების და პოლიტიკის დასახვის პროცესებში, რაც მონაწილეობრივი დემოკრატიის და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერით ხორციელდება.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე

- სამოქალაქო საზოგადოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეფექტური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკურ დიალოგში.
- სამოქალაქო პოტენციალის შექმნა და გაძლიერება ფოკუსით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრებზე.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საორგანიზაციო და ოპერატიული პოტენციალის კონსოლიდაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფასეულობების შემდგომი ინტერნაციონალიზაცია, როგორც ეს განსაზღვრულია მისი ეთიკური ქცევის კოდექსში.
- მეტი ჩართულობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მისი ეროვნული პლატფორმების პოტენციალის გაძლიერების საშუალებით.
მოსალოდნელი შედეგები
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ღონისძიებებში ხარისხიანი მხარდაჭერის საშუალებით;
- მონიტორინგის საფუძვლიანი ანგარიშები და პოლიტიკის დოკუმენტები იძლევა საშუალებას ხარისხიანი ადვოკატირების და რეკომენდაციების გასაწევად;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი მოქმედებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონიტორინგის საფლაგმანო ინსტრუმენტი პოლიტიკის დამსახველების და სხვა მონაწილე მხარეებისთვის;
- გაუმჯობესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი ორგანიზაციების ძირითადი უნარები პოლიტიკის დიალოგის და მონიტორინგის საწარმოებლად;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ფუნქციონირებს, როგორც ინკლუზიური, ფასეულობებზე დამყარებული ორგანიზაცია, რომელიც ეფექტურად ვითარდება და კაპიტალიზდება მისი წევრების ექსპერტული ცოდნის საფუძველზე.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
სამოქალაქო საზოგადოება
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, აღმოსავლეთ პარტნიორობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.03.2021
დასრულების თარიღი:
31.12.2023
ვებსაიტი:
https://eap-csf.eu/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
421-928

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,