ევროკავშირი გარემოს მონიტორინგის გასაუმჯობესებლად შავ ზღვაში - EU4EMBLAS

აღწერა
პროექტი „ევროკავშირი გარემოს მონიტორინგის გასაუმჯობესებლად შავ ზღვაში“ (EU4EMBLAS) წარმოადგენს ევროკავშირის წარსულში განხორციელებული პროექტის „გარემოს მონიტორინგის გაუჯობესება შავ ზღვაში“ გაგრძელებას. პროექტის ზოგადი ამოცანაა შავი ზღვის ეკოლოგიის გაუმჯობესების მხარდაჭერა. ამ ამოცანის შესასრულებლად განხორციელდება შემდგომი ტექნიკური დახმარება, რომლის ფარგლებში შეიქმნება გარემოს მონიტორინგის თანამედროვე სისტემები და საშუალებები საქართველოსა და უკრაინაში, გაუმჯობესდება პოტენციალი, შეფასდება ეკოლოგიური მდგომარეობა ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო-დირექტივის/წყლის ჩარჩო-დირექტივის (MSFD/WFD) შესაბამისად, და ჩატარდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები შავი ზღვის ეკოლოგიის საკითხებზე. ამ პროცესში მონაწილეობას ძირითადად მიიღებენ შესაბამისი ეროვნული უწყებები და სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც შავის ზღვის მონიტორინგს ახორციელებენ.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- შავი ზღვის მონიტორინგში მონაწილე წამყვანი გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და ლაბორატორიების ტექნიკური საშუალებების მოდერნიზაცია; ეს მოხდება თანამედროვე ანალიტიკური ტექნოლოგიების შესყიდვით და მათი გრძელვადიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფით.

- პოტენციალის შექმნა და კომპეტენციის განვითარება ეროვნულ დონეზე თანამედროვე მონიტორინგის და ანალიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებაში საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო-დირექტივის/წყლის ჩარჩო-დირექტივის (MSFD/WFD), ასევე შავი ზღვის ინტეგრირებული მონიტორინგის და შეფასების პროგრამის (BSIMAP) პრინციპების და მეთოდების შესაბამისად, რაც ასევე გულისხმობს გარემოს მონაცემთა გაზიარებას და შეფასებას.

- ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიის ძირითად საკითხებზე და საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვა შავი ზღვის გარემოს დაცვაში.
მოსალოდნელი შედეგები
- საზღვაო ეკოლოგიის მონიტორინგის თანამედროვე სისტემების და საშუალებების შექმნა საქართველოსა და უკრაინაში.

- ეროვნული პოტენციალის გაძლიერება საზღვაო ეკოლოგიის მონიტორინგის თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების, მონაცემთა მართვის და შეფასების გამოყენებაში საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო-დირექტივის (MSFD) მეთოდების და პროტოკოლების შესაბამისად.

- ფართო საზოგადოების უკეთ ინფორმირება და ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერა შავი ზღვის ეკოლოგიის საკითხებზე.

პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
თემები:
ეკოლოგია
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
საქართველოს, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.04.2021
დასრულების თარიღი:
01.04.2024
ვებსაიტი:
http://emblasproject.org/
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/groups/1660089820968698
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
417-573

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,