საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა (ENPARD III)

აღწერა
პროექტი წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ნაწილს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტრუქტურულ და სისტემურ ცვლილებებს სოფლის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების დასაძლევად. დახმარება მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების მომსახურების გაუმჯობესებას და ეფექტური, მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას. პროექტის ფარგლებში UNDP მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ორგანიზაციებთან, და კერძო სექტორთან.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
1. ეფექტური, მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება და გაუმჯობესებული მომსახურება სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის.
1. ეროვნული და აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი, ეფექტური და მდგრადი განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შედეგები
- საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, და ამასთან დაკავშირებული სხვა პროგრამების, განხორციელების მართვის გაუმჯობესება;
- სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების, დასაქმების და სერვისების გაუმჯობესება;
- გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
- აჭარის სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
პროექტის დოკუმენტები
Beneficiaries
Improved environment, sustainable management of natural resources and climate action
Improved rural economic diversification, employment, and services
Support to implementation of national strategies
Inter-Agency Coordination Council for Rural Development (IACC)
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Inter-Agency Coordination Council for Rural Development (IACC)
Ajara joins forces with EU and UNDP to boost rural development
EU and Georgia launch two large-scale projects to support Sustainable Rural Development under EU ENPARD Programme
ვიდეოები
APA Video
ISF video
PMC Video
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
თემები:
სოფლის მეურნეობა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2018
დასრულების თარიღი:
30.11.2022
ვებსაიტი:
https://www.ge.undp.org/
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/UNDPGeorgia/

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
394-110

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,