საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში

აღწერა
ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამაში შემავალი მოცემული პროექტის მიზანია საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით.
კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის ჩამოყალიბებით იგი ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტ უსაფრთხოებას და ამისათვის:
- უზრუნველყოფს საქართველოს საზღვარზე უკანონო აქტივობების გამოვლენის გაზრდას და მათზე რეაგირების ეფექტიანობის ამაღლებას
- აძლიერებს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს ძებნა-გადარჩენის ოპერაციებისა და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად
- უზრუნველყოფს საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და გენდერულ თანასწორობას
- ზრდის სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პერსონალის მომზადების/გადამზადების შესაძლებლობებს.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით.
მოსალოდნელი შედეგები
- დაკვირვების სისტემები, კავშირგაბმულობის აღჭურვილობა და ავტომანქანები მიწოდებულია/დამონტაჟებულია საქართველოს მწვანე საზღვარზე
- სწრაფი რეაგირების ნავები შეძენილია სანაპირო დაცვისთვის
- მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია შექმნილია და გამოიყენება საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგისა და მისი სამოქმედო გეგმის მიზნების შესრულების პროგრესის შესაფასებლად
- მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია ევროკავშირთან, რაც შესაძლებელს ხდის მონაცემების მიღებას ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისგან
- სასაზღვრო პოლიციის ტრეინინგის საჭიროებების ანალიზი შესრულებულია და მიღებულია შსს-ს მიერ
- გაუმჯობესდა შსს აკადემიის წარმომადგენლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკითხების ცოდნა და სწავლების უნარები.
5.3 დისტანციური სწავლების სისტემა დანერგილია
6. საერთაშორისო აეროპორტებში იდენტობის მართვის აღჭურვილობა დამონტაჟებულია და დაკავშირებულია შესაბამის მონაცემთა ბაზებთან, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების მონაცემების უფრო სწრაფად დამუშავებას
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
მობილობა
თემები:
მიგრაცია და მობილობა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
05.12.2019
დასრულების თარიღი:
04.03.2024
ვებსაიტი:
georgia.iom.int / informedmigration.ge
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
409-948

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,