პროექტი წარმოადგენს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ნაწილს. პროექტის მიზანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში LEADER მიდგომის დანერგვა და შედეგად, განვითარების უკვე არსებული ადგილობრივი პოტენციალის ათვისება, ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერება, რაიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მიზნობრივი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
პროექტის აგრეთვე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის ინტეგრირებულ, მდგრად და მონაწილეობით განვითარებას LEADER მიდგომის დანერგვის გზით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკის განვითარებას, თემის გაძლიერებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერება, რაიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მიზნობრივი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგები
- ევროკავშირის „ლიდერ“ მიდგომის საფუძველზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა, რომელიც ჩამოყალიბდა ფუნქიონალურ ერთეულად და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მეშვეობით და წვლილს შეიტანს წყალტუბოს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში; - თემის მიერ ინიცირებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ადგილობრივი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება; - უნარების განვითარებისა და საგრანტო მხარდაჭერით გაზრდილი ეკონომიკური შესაძლებლობები. ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები, რომლის განსაკუთრებული ფოკუსი იქნება მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაცია.
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.