EU4BUSINESS - აუდიტის და ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (STAREP)

აღწერა
პროექტი STAREP მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილე ქვეყნებს კორპორატიული ფინანსური ანგარიშგების ჩარჩოების გაძლიერებაში და გააუმჯობესოს ადგილობრივი ორგანიზაციების პოტენციალი ამ ჩარჩოების ეფექტურად დასანერგად.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
შესაბამისი ეროვნული მონაწილე მხარეების პოტენციალის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კორპორატიულ ფინანსურ ანგარიშგებაში საერთაშორისო სტანდარტების და მასთან დაკავშირებული ევროკავშირის გაერთიანების მონაპოვარის (ACQUIS COMMUNAUTAIRE) ელემენტების დასანერგად.
მოსალოდნელი შედეგები
- ბუღალტრული და აუდიტის რეფორმების და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება რეგულარული დიალოგით ფინანსთა მინისტრებს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის.
- ევროკავშირის უნივერსიტეტების გამოცდილების განსაზღვრა და დანერგვა ბუღალტრული აღრიცხვის სწავლებაში, რაც უკავშირდება ზოგადი მიდგომის შემუშავებას საერთო გამოწვევებისადმი, ასევე ევროკავშირის და მსოფლიოს ანალოგიურ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მხარდაჭერას.
- ურთიერთსწავლების და ერთობლივი სწავლების სემინარები და სამუშაო შეხვედრები შემდეგ საკითხებზე: კარგი საერთაშორისო პრაქტიკა და ევროკავშირის კორპორატიული ფინანსური ანგარიშგების ჩარჩო.
- ცოდნის გაზიარების და გადაცემის მხარდაჭერა.
- ანალიტიკური და კვლევითი მხარდაჭერა, და ანალოგიური საქმიანობა.
- პოტენციალის შექმნა და ცოდნის გაზიარება, რაც ფინანსურ მარეგულირებლებს აძლევს ფინანსური ინსტრუმენტებთან და სადაზღვევო კონტრაქტებთან დაკავშირებული სტანდარტების მიმდინარე მოდიფიკაციებში გარკვევის საშუალებას.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა
თემები:
ბიზნესი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
25.02.2014
დასრულების თარიღი:
28.02.2019
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
337-995

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,