EU4ENERGY: სამხრეთ კავკასიის მდგრადი ენერგეტიკის ფინანსური ინსტრუმენტი

აღწერა
პროგრამა "EU4ENERGY: სამხრეთ კავკასიის მდგრადი ენერგეტიკის ფინანსური ინსტრუმენტი" ხელს უწყობს ინვესტიციებს ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში, და ეხმარება მცირემასშტაბიან ენერგოეფექტურ პროექტებს თანხების დაზოგვასა და ემისიის შემცირებაში. ეს განხორციელდა საკრედიტო ხაზების შექმნით ადგილობრივ ბანკებში და ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული ექსპერტიზის უზრუნველყოფით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- ფინანსური შუამავლობის გაუმჯობესება, ფინანსებით უზრუნველყოფა ენერგიის რაციონალური გამოყენებისთვის, ასევე დახმარება რეგიონში ენერგიაზე ფასების და ენერგიის ინტენსივობის ზრდის შემცირებაში.
- ენერგეტიკის მდგრადობის გაუმჯობესება შემდეგი საშუალებებით (I) ფინანსური შუამავლების პოტენციალის შემდგომი გაზრდა ენერგოეფექტურობის პროექტების და მცირემასშტაბიანი განახლებადი ენერგიის პროექტების შეფასებისა და დაფინანსების მიზნით; (II) ადგილობრივი ინჟინრების ტექნიკური კვალიფიკაციის გაუმჯობესება იმ პროექტების განსაზღვრის მიზნით, რომელთა ტექნიკური განხორციელება და დაფინანსება შესაძლებელია.
- მხარდაჭერა პროექტების მომზადებასა და დაფინანსებაში შემდეგ სფეროებში - მრეწველობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, აგრობიზნესი, , საცხოვრებელი და კომერციული სერვისები - მათი მდგრადი ენერგეტიკული ინვესტიციებით უზრუნველსაყოფად რეგიონში არსებულ რთულ საკრედიტო პირობებში.
მოსალოდნელი შედეგები
- საკრედიტო ხაზებით უზრუნველყოფა.
- ქვე-მსესხებლების წამახალისებელი დაფინანსება.
- საგრანტო მხარდაჭერა: ტექნიკური თანამშრომლობა.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა
თემები:
ენერგეტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2013
დასრულების თარიღი:
31.12.2020
ვებსაიტი:
https://ebrdgeff.com/

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,