აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი (2016-2020)

აღწერა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი პოპულარიზაციას უწევდა სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლს ინოვაციების საშუალებით, რომელიც დამყარებულია ე-სწავლაზე, ციფრული მეთოდების განვითარებაზე საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, თანამშრომლობაზე და ქსელურ აქტივობაზე სამოქალაქო საზოგადოებას და მთავრობას შორის მთელ რეგიონში. ეს პროექტი იყო დამატებითი დახმარება ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერაზე, და მან ჩამოაყალიბა თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების ორმხრივ და რეგიონულ ინიციატივებს შორის.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ამ პროექტის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და მხარდაჭერა იმ რეფორმებსა და დემოკრატიულ ცვლილებებში, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარეობს.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტი ხუთი კომპონენტისგან შედგებოდა:
1) კარტირების კვლევები პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და მათ პრობლემების უკეთ გასაგებად.
2) ე-სწავლო კურსები და ვებინარები ტექნიკური ცოდნის გაღრმავების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის და ადგილობრივ დონეზე მისი გავლენის გასაძლიერებლად.
3) ჰაკათონები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ახალი საშუალებების განვითარებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ჩართულობის გასაძლიერებლად შემდეგი მიზნებით: მონაცემთა შეკრება და ანალიზი, სამთავრობო გადაწყვეტილებების და ხარჯების გამჭვირვალობის და ამ საკითხებზე კომუნიკაციის გაუმჯობესება, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში უფრო ფართო მონაწილეობის მხარდასაჭერად.
4) კომუნიკაციის გაუმჯობესება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანი საქმიანობის საკითხებზე, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის იმიჯის და კომუნიკაციის უნარის გასაუმჯობესებლად.
5) სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიები მომავალი ლიდერებისთვის ძირითად სექტორებში იმისათვის, რომ ისინი იქცნენ ცვლილებების მამოძრავებელ ძალად.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
სამოქალაქო საზოგადოება, დასაქმება და მეწარმეობა, მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია, განათლება, კვლევა და ინოვაცია
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, კვლევა და ინოვაციები, სათანადო მართვა, ბიზნესი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
23.11.2016
დასრულების თარიღი:
31.12.2020
ვებსაიტი:
http://eapcivilsociety.eu

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,