მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერა

აღწერა
მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც დაიწყო ევროკომისიასთან 2 მილიონი ევროს საგრანტო ხელშეკრულებით 2023 წლის 7 ნოემბერს, არის სამწლიანი ინიციატივა, რომელიც ეძღვნება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერას მათი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.

პროგრამა მოქმედებს რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების (Growth Hubs) საქმიანობის ფარგლებში და მოიცავს ორ მთავარ განზომილებას: ერთი მხრივ, ყოვლისმომცველი ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდოს გაციფრულების პოტენციურად ტრანსფორმაციული სარგებლის შესახებ. მეორე მხრივ, პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება მათი თანამშრომლების ციფრული უნარების ამაღლებით და, 25000 ლარის ოდენობის საგრანტო მექანიზმით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, მათ მიერ ციფრული ინსტრუმენტების/გადაწყვეტების შესყიდვისა და დანერგვის წახალისებით.

პროექტის ადმინისტრირებისთვის სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აიყვანს ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტებს (DTE) თითოეული საწარმოს ინდივიდუალური ციფრული დიაგნოსტიკის ჩასატარებლად. დიაგნოსტიკის საფუძველზე ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტები მეწარმეთათვის მოამზადებენ მათ საჭიროებებზე მორგებულ გაციფრულების გეგმებს. სამი წლის განმავლობაში პროექტი მიზნად ისახავს 120 მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ციფრული ინსტრუმენტების/გადაწყვეტის შესყიდვის დაფინანსებას და 300 მცირე და საშუალო ბიზნესის პერსონალის გადამზადებას. პროექტის საბოლოო მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტიულობის ზრდა, ეკონომიკური ზრდა რეგიონებში, კონკურენტუნარიანობის წახალისება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
კონკრეტული მიზნები მოიცავს:
• მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების გაზრდილი მაჩვენებელი - ბენეფიციარი მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რომლებიც უფრო აქტიურად იყენებენ ციფრულ ინსტრუმენტებს (სამიზნე მაჩვენებელი 80% 2027 წლისთვის);
• მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება გაციფრულების მიმართულებით ინვესტირებაში - 2027 წლისთვის, დაახლოებით 213,432 ევრო (600,000 ლარი) იქნება დამატებით ინვესტირებული მხარდაჭერილი მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ;
მოსალოდნელი შედეგები
საბოლოო მიზანია პროდუქტიულობის, ეკონომიკური შესაძლებლობების და მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში შოკების წინააღმდეგ მდგრადობის ზრდა გაციფრულების გზით.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოები
Infographic video
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
ინკლუზია
თემები:
ბიზნესი
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
07.11.2023
დასრულების თარიღი:
31.10.2025
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
448-839

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,