EU4Youth IV: ახალგაზრდობის ჩართულობა და გაძლიერება

აღწერა
ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძლიერი, მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების შენებაში. ახალგაზრდებს, როგორც ცვლილების კატალიზატორებს, უდიდესი წვლილი შეაქვთ ევროკავშირი-აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) საერთო დღის წესრიგის რეალიზებაში.

ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობა EU4Youth პროგრამის კომპონენტის, EU4Youth IV ფაზის ძირითადი მამოძრავებელია, რომლის ფოკუსს „ახალგაზრდობის ჩართულობა და გაძლიერება“ წარმოადგენს.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკის დიალოგსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ის ითვალისწინებს ახალგაზრდული სექტორის ძირითადი აქტორების შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში. იგი ასევე ხელს უწყობს სახელმწიფო და კერძო აქტორებსა და ევროკავშირის შესაბამის ორგანიზაციებს შორის კავშირების ჩამოყალიბებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
აღნიშნული ინიციატივის უპირველესი მიზანია, გააძლიეროს ახალგაზრდების გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პოლიტიკის შედეგების ჩამოყალიბებაზე.
1. ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, მეტად მონაწილეობრივი და სტრუქტურირებული პოლიტიკის დიალოგის განხორციელებისთვისაღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, ისევე როგორც ეროვნულ და სუბნაციონალურ დონეზე.
2. ახალგაზრდული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის არაპრივილეგირებული, კონფლიქტით დაზარალებული ტერიტორიებიდან მეტი ახალგაზრდის მობილიზებისა და ჩართულობის მიზნით.
3. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ახალგაზრდული საბჭოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, თავიანთი მანდატისა და ინოვაციური ახალგაზრდული პროექტების უკეთ განხორციელების მიზნით.
4. ახალგაზრდობის სამინისტროების, დეპარტამენტების, სააგენტოებისა და სხვა შესაბამისი საჯარო უწყებების პერსონალის განვითარება, მათი შესაძლებლობების გაძლიერება და გადამზადება შემდეგი მიმართულებით:
• პოლიტიკის შემუშავებაში ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობა;
• მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარება რიგ სექტორებში.
5. მცირე გრანტების გაცემა, საინფორმაციო სესიების, ტრენინგების, მონიტორინგისა და შეფასების, კვლევისა და მცირე პარტნიორული პროექტების დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
მოსალოდნელი შედეგები
1. ახალგაზრდული საბჭოებისა და ორგანიზაციების გაძლიერებული შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
2. ახალგაზრდების ეფექტური მონაწილეობის მზარდი პრაქტიკა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
3. ახალგაზრდული პროექტების შემუშავებისა და განხორციელების გაუმჯობესებული ხარისხი და ეფექტიანობა.
4. ახალგაზრდა ორგანიზაციების საპილოტე პროექტების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სუბნაციონალურ დონეზე, სამი მიმართულებით: კლიმატის ცვლილება, ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ჩართულობა და თითოეული ქვეყნის სპეციფიკურ კონტექსტზე მორგებული თემატიკა.
5. კავშირების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, როგორც რეგიონალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
პროექტის რუკა
EU4Youth: Youth Engagement and Empowerment
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, დიალოგი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, განათლება, სათანადო მართვა, ახალგაზრდობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.04.2023
დასრულების თარიღი:
31.12.2025
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
27928

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,