PGG III: ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა: ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის სტანდარტების განხორციელება

აღწერა
რეგიონული პროექტი ხელს შეუწყობს იმ სისტემური ბარიერების წინააღმდეგ ბრძოლასა და აღმოფხვრას, რომლებსაც ქალები აწყდებიან მართლმსაჯულებაზე წვდომისას. ეს მოიცავს როგორც სამართლებრივ, ისე ინსტიტუციურ გამოწვევებს, ასევე სოციალურ-კულტურულ ბარიერებს, რომლებიც გენდერული მიკერძოების სახით ვლინდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის - მესამე ფაზის ფარგლებში. იგი ეყრდნობა ამავე პროგრამის პირველი და მეორე ფაზების შედეგებს, ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის განმტკიცება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და
აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად.

1. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემის გენდერული მგრძნობიარობის გაუმჯობესება და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის განმტკიცება, განსაკუთრებით სამართლის სფეროს სპეციალისტების უნარების გაუმჯობესების და გენდერული მგრძნობიარობის გაღვივებით, ასევე

2. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) ცნობადობის ამაღლება და რატიფიცირების მხარდაჭერის გაზრდა.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:


1. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამართლის სფეროს სპეციალისტებისათვის მართლმსაჯულებაზე ქალთა წვდომის ბარიერების აღმოფხვრის გზების შესახებ ცოდნის მიწოდება, რათა მართლმსაჯულების ჯაჭვი გენდერულად უფრო მგრძნობიარე გახდეს.
2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სამართლის სკოლებისათვის მექანიზმების დანერგვა, გენდერულად უფრო მგრძნობიარე მართლმსაჯულების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად.
3. მოსამართლეთა სასწავლო დაწესებულებების რეგიონული ქსელის განვითარება, რათა მოიშალოს და აღმოიფხვრას ინსტიტუციური ბარიერები მართლმსაჯულების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე.
4. პარტნიორებთან მრავალმხრივი დიალოგის და ცნობიერების ამაღლების გზით ინდიკატორების ჩამოყალიბება, რომლებიც თავის მხრივ გამოყენებული იქნება მართლმსაჯულებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხარისხის შესაფასებლად.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
აღმოსავლეთ პარტნიორობა, ადამიანის უფლებები, სამართალი, ქალები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.03.2023
დასრულების თარიღი:
28.02.2026
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
441-959

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,