PGG III: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

აღწერა
პროექტი ესწრაფვის, განაგრძოს ქვეყნის მხარდაჭერა ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დასამკვიდრებლად თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციის ხელშეწყობის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ასევე, ხელი შეუწყოს კოორდინაციას და თანამშრომლობას სახელმწიფო ორგანოებს, იურიდიულ და სამართალდამცავ პროფესიონალებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შიდა სამართლებრივი ჩარჩოების ადაპტირებას და აღნიშნული სტანდარტების გამოყენებას საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის და პრევენციის მიზნით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ - მესამე ფაზის ფარგლებში. იგი დაეყრდნობა აღნიშნული პროგრამის პირველი და მეორე ფაზების შედეგებს თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციის ხელშეწყობის სფეროში (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მიზანია საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის და პრევენციის კუთხით თანამშრომლობის გაუმჯობესება დაინტერესებულ მხარეებს შორის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაუმჯობესება და შესაბამის დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება, ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. პროექტი ესწრაფვის, გაგრძელდეს საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნულ მექანიზმთა რუკის შემუშავების და სისტემური ანალიზის პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობა და პროგრამის, „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“, წინა ფაზების ფარგლებში ინიცირებული შესაძლებლობების გაძლიერების კომპონენტის მხარდაჭერა. კერძოდ, პროექტის მიზნებია:

1/ სიძულვილის ენისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების განმტკიცება „საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნულ მექანიზმთა რუკის, სისტემური ანალიზისა და პოლიტიკის ანგარიშში“ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, კერძოდ, სამართლებრივი ჩარჩოს და პოლიტიკის განვითარება და იმპლემენტაცია.
2/ სიძულვილის ენის მსხვერპლთათვის მხარდაჭერისა და ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა ფორმების შექმნა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება.
3/ არასახელმწიფო აქტორებთან და ადგილობრივ დაწესებულებებთან თანამშრომლობა, რათა მათ უკეთ გაიაზრონ სიძულვილის ენის მნიშვნელობა და მისი სხვადასხვა განზომილებები, განმტკიცდეს მათი თანამშრომლობა და კომპეტენციები მოწყვლად ჯგუფებში პოტენციურ მსხვერპლებთან კომუნიკაციის კუთხით, ისეთი ინტერვენციების დანერგვის გზით, რომლებიც მორგებული იქნება ადგილობრივი სიტუაციის თავისებურებებთან.
მოსალოდნელი შედეგები
1. საქართველოს ინსტიტუციებს და შესაბამის არასახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ სისტემური და კოორდინირებული რეაგირება სიძულვილის ენაზე. აღნიშნული ერთიანი მიდგომა დაეფუძნება საერთო ცნობიერებას სიძულვილის ენის საფრთხეების და გავლენის შესახებ.
2. ადგილობრივ ხელისუფლებას და არასახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ ერთნაირი აღქმა სიძულვილის ენის შესახებ, ასევე იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც ის უქმნის დაუცველ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს და შესაბამისად, მათ შეეძლებათ რეაგირება მოახდინონ ამ საკითხზე პრევენციისა და დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ადამიანის უფლებები, ახალგაზრდობა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.03.2023
დასრულების თარიღი:
28.02.2026
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
441-959

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,