PGG III: ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის და წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

აღწერა
რეგიონული პროექტი მიზნად ისახავს დაუპირისპირდეს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ზოგად გამოწვევებს და ამასთანავე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკას. პროექტი ხელმისაწვდომს ხდის პლატფორმას ევროკავშირის დონეზე შემუშავებული სტანდარტების თანმიმდევრული და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობისათვის, ისევე როგორც კარგ პრაქტიკას, სახელმძღვანელოებსა და დამხმარე დოკუმენტებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების მიერ განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენების მიზნით (AML/CFT პრევენციისა და მიზანმიმართული სანქციების კუთხით), განსაკუთრებით კერძო სექტორებთან ურთიერთობისას.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მიზანია კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ეფექტიანად ბრძოლისათვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის შესაბამისი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, რაც განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, რეგიონის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე და მრავალმხრივი ჩართულობისა და გაძლიერებული თანამშრომლობის გზით.

პროექტს შემდეგი კონკრეტული მიზნები აქვს:

1. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება კორუფციასთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გამოსაყენებლად.
2. ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტიანი ზომების და მიზანმიმართული სანქციების გამოყენებისთვის.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის ფარგლებში მოსალოდნელია შემდეგი შედეგების მიღწევა:

1. კორუფციის რისკების შეფასების და მართვის სტრატეგიული მიდგომის შემუშავება.
2. ანტიკორუფციული პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობების გაძლიერება კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობით.
3. სამართალდამცავი და სასამართლო ხელისუფლების რეაგირების გაძლიერება კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე.
4. ფულის გათეთრების ტერორიზმის დაფინანსების და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მართვის გაუმჯობესება.
5. საკანონმდებლო ბაზისა და თანამშრომლობის გაძლიერება აქტივების მოკვლევისა და დანაშაულებრივი შემოსავლის კონფისკაციის კუთხით.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
ქვესექტორი:
თემები:
კორუფციასთან ბრძოლა, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სათანადო მართვა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.03.2023
დასრულების თარიღი:
28.02.2026
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
441-959

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,