Strengthening Parliamentary Oversight in Public Finances

აღწერა
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მიზანია საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. ამ მიზნით, იგი ხელს შეუწყობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიმდინარე საქმეებს მათი ანალიტიკური შესაძლებლობების, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის სტრატეგიის გაძლიერებით და სამოქალაქო და ზოგადად, ფართო საზოგადოებასთან გაუმჯობესებული თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით. პროექტის აქტივობები გაზრდის ანგარიშვალდებულებას, გააუმჯობესებს ფისკალურ გამჭვირვალობას და ხელს შეუწყობს დემოკრატიული ლეგიტიმაციის განმტკიცებას, რაც პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მთავარი მიზანია ფისკალური მმართველობის გაძლიერება გაუმჯობესებული საბიუჯეტო ჩარჩოების, გარე აუდიტის, დამოუკიდებელი მონიტორინგისა და ზედამხედველობის მეშვეობით.
კონკრეტული მიზნები:
- საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება;
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება;
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაბამის ინსტიტუტებთან და სხვა საპარლამენტო სუბიექტებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაზრდა.
მოსალოდნელი შედეგები
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდა;
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხილვადობის გაზრდა;
- პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციის გაუმჯობესება საბიუჯეტო პროცესის ძირიტად აქტორებთან;
- სხვა ინსტიტუტებთან და საპარლამენტო კომიტეტებთან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდა;
- თანამშრომლობა სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან.
Beneficiaries
Parliament of Georgia
პროექტის რუკა
Kick-off Event
ვიდეოები
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
საჯარო ადმინისტრაციის რეფორმა
თემები:
სათანადო მართვა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
20.06.2022
დასრულების თარიღი:
20.06.2024
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/profile.php?id=100086747230050
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
433-380

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,