შემოქმედებითი ევროპა

აღწერა

ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ ხელს უწყობს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების განვითარებას. 2021-2027 წლების განმავლობაში „შემოქმედებით ევროპა“ დააფინანსებს საქმიანობას, რომლიც აძლიერებს კულტურულ მრავალფეროვნებას და კულტურის და შემოქმედებითი სექტორის მოთხოვნებს და გამოწვევებს პასუხობს. ის ხელს შეუწყობს ამ სექტორების აღორძინებას ქვემოთ ჩამოთვლილ ამოცანებზე ორიენტირებით, როგორიცაა ციფრული განვითარება, მდგრადობის და ინკლუზიურობის გაუმჯობესება. „შემოქმედებით ევროპა“ ხელს უწყობს იმ ძალისხმევას და საუკეთესო პრაქტიკას, რომელთა საშულებით ევროკომისიის ძირითადი პრიორიტეტები - მწვანე შეთანხმება, ინკლუზიურობა და გენდერული ბალანსი მიიღწევა. „შემოქმედებითი ევროპა“ სამ მიმართულებად იყოფა: კულტურა - კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მოცვა (გამონაკლისია აუდიო-ვიზუალური და კინოს სექტორები); მედია - მოიცავს აუდიო-ვიზუალურ და კინოს სექტორებს; სექტორთაშორისი - თანამშრომლობის ხელშეწყობა ყველა შემოქმედებითი სექტორში და ახალი ამბების მედია-სექტორი.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- ევროპული კულტურის, ლინგვისტური მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია.
- კონკურენციის და ეკონომიკური პოტენციალის განვითარება კულტურის და შემოქმედებით სექტორებში, განსაკუთრებით - აუდიო-ვიზუალურ სექტორში.
- თანამშრომლობის განვითარება ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ევროპულ დონეზე; ევროპული ნაშრომების შექმნის მხარდაჭერა; ევროპის კულტურის და შემოქმედებითი სექტორების ეკონომიკური, სოციალური და გარე განზომილებების გაძლიერება; ინოვაციის და მობილობის მხარდაჭერა.
- თანამშრომლობის წახალისება ინოვაციის, მდგრადობის და კონკურენციის კუთხით.
- სექტორთაშორისი ინოვაციური და თანამშრომლობითი ქმედებების, ასევე განსხვავებული, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია-გარემოს/მედია-წიგნიერების მხარდაჭერა, და ამგვარად მხატვრული გამომსახველობის, კულტურათაშორისი დიალოგის და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგები

1.კულტურის მიმართულება: აქცენტის გაძლიერება ევროპულ სახელმწიფოთაშორის შემოქმედებაზე, ნაშრომების ცირკულაციაზე, და კულტურის და შემოქმედებითი სფეროს ინოვაციაზე; „შემოქმედებით ევროპის“ დაფინანსებაზე გამარტივებული წვდომა თანადაფინანსების წილის გაზრდით; სპეციალურად მორგებული მობილობის სქემები ხელოვნების მუშაკებისა და პროფესიონალებისთვის; საქმიანობა, რომლის სამიზნეა სექტორისთვის სპეციფიკური საჭიროებები მუსიკის, ლიტერატურის, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინის, მოდის და კულტურული ტურიზმის სექტორებში.
2.მედიის მიმართულება: თანამშრომლობის ხელშეწყობა როგორც ფასეულობათა ჯაჭვის, ისე ევროკავშირის დონეზე, რათა გლობალურად გაიზარდოს აუდიო-ვიზუალური წარმოების მასშტაბი და ევროპული კონტენტი; ტალანტების აღზრდა მათი წარმომავლობის მიუხედავად, მეტი ჩართულობა და თანამშრომლობა ქვეყნებს შორის; ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა ციფრული ტრანსფორმაციით სრულად სარგებლობის მიზნით; მრეწველობის ეკოლოგიურად გარდაქმნის მხარდაჭერა და სოციალური ამოცანების, კერძოდ გენდერული ბალანსის და მრავალფეროვნების ჩართვა.
3.სექტორთაშორისი მიმართულება: თანამშრომლობა ტრანსნაციონალური პოლიტიკის კუთხით: პროგრამების ცოდნის ხელშეწყობა და შედეგების გავრცელების მხარდაჭერა.
შემოქმედებით ინოვაციის ლაბორატორიები: კულტურის და შემოქმედებით სექტორებს შორის ინოვაციური მიდგომების მხარდაჭერა კონტენტის შექმნის, წვდომის, გავრცელების და პოპულარიზაციის პროცესში. ახალი ამბების მედია: მედია-წიგნიერების, ხარისხიანი ჟურნალისტიკის, მედიის თავისუფლების და პლურალიზმის მხარდაჭერა.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
კულტურა
თემები:
კულტურა, მედია, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ციფრული ტრანსფორმაცია, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ეკოლოგია
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2021
დასრულების თარიღი:
31.12.2027

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,