თანამშრომლობა გავლენიანი სოციალური მეწარმეობის და სოციალური ინვესტირებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში

აღწერა
პროექტის მიზანია ხელშემწყობი სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ეს განხორციელდება ცნობიერების ამაღლების, სოციალური ინოვაციის მხარდაჭერის და გაცვლის ღონისძიებებით სხვადასხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელ მხარეებთან ერთად, რაც საბოლოოდ გამოიწვევს სოციალური ინვესტორების და სოციალური მეწარმეების რაოდენობის ზრდას, და თანამშრომლობის გაუმჯობესებას მთელ რეგიონში. ამის შედეგად სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სოციალური საწარმოები ისარგებლებენ სოციალური ინვესტიციებით, სტაბილურობის მიღწევის და დადებითი სოციალური გავლენის მოხდენის მიზნით. ფინანსური დახმარების გარდა ვენჩურული ფილანთროპიული ფონდების შესაქმნელად რეგიონში, საქმიანობა მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს სომხეთისთვის.
სომხეთის კომპონენტი, შემუშავებული სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად, მოიცავს COVID-19-ის გავლენის გადაუდებელი შემცირების ფონდს სოციალური მეწარმეებისთვის, ინკუბაციის და აქსელერაციის პროგრამებს, ასევე სოციალური ინოვაციის საკონკურსო ღონისძიებებს ახალი სოციალური ბიზნეს-მოდელების მხარდასაჭერად.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის ზოგადი ამოცანაა უფრო ხელშემწყობი ეკოსისტემის შექმნა სოციალური მეწარმეობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში.

საქმიანობის კონკრეტულ ამოცანები შემდეგი შედეგების მიღწევას მოემსახურება:

-სოციალური ინვესტორების რაოდენობის ზრდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და რუსეთში.
-თანამშრომლობის გაუმჯობესება რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე სოციალური მეწარმეობის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და რუსეთში.
-სოციალური საწარმოების და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების უნარების და ბიზნეს-კომპეტენციების გაუმჯობესება სომხეთში ინკუბაციის/აქსელერაციის საშუალებით.
-სოციალური ინოვაციების მხარდაჭერა და ახალი ბიზნეს-მოდელების შექმნა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კონკრეტული მიზნის მქონე ბიზნესის ფინანსური დახმარებისთვის.
მოსალოდნელი შედეგები
- კარტირების კვლევების, მონაცემთა შეგროვების სხვა სავარჯიშოების და კვლევების ჩატარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და რუსეთში.
- საინფორმაციო/საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
- სოციალური ინვესტორების წრეების/კლუბების შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
- სტიპენდიები ადგილობრივი მონაწილეებისთვის და სასწავლო ვიზიტების ორგანიზება.
- პროექტის ვებსაიტის შექმნა, ადგილობრივი ვებსაიტების შექმნა ქვეყნებისთვის და ონლაინ პლატფორმა რესურსების, კავშირების, პროექტების და შეთანხმებების გასაზიარებლად.
- პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკის ქსელის შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
- გადაუდებელი დახმარების ფონდის შექმნა სომხეთში მესამე მხარეების ფინანსური დახმარების საშუალებით.
- აქსელერაციის/ინკუბაციის პროგრამის განხორციელება სომხეთში.
- იდეების კონკურსების მოწყობა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სოციალური მეწარმეებისა და კონკრეტული მიზნის მქონე ბიზნესისთვის.
- სოციალური მეწარმეობის/სოციალური ინვესტირების საუკეთესო პრაქტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და რუსეთიდან.
- ვენჩურული ფილანთროპიული ფონდების შექმნა.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
ვიდეოები
Sample of SIA 2022 Participant 90-Second Pitch Videos for Community Voting (total 8 videos)
Social entrepreneurs talks #4 (Azerbaijan)
Social entrepreneurs talks #5 (Azerbaijan)
Social entrepreneurs talks #5 (Azerbaijan)
Impact Fund Georgia - Action
Best Practicies_Moldova_SE_EcoRazeni
Social entrepreneurs talks #4 (Azerbaijan)
Social Entrepreneurship Animation
Azerbaijani Socks
Café Mziuri
Armenian Camp
HDIF - Homeland Development Initiative Foundation
Best practices_Café Mziuri
Social entrepreneurs talks #3 (Azerbaijan)
Social entrepreneurs talks #3 (Azerbaijan)
Social entrepreneurs talks #2 (Azerbaijan)
Social entrepreneurs talks #2 (Azerbaijan)
Social entrepreneurs talks #1 (Azerbaijan)
Social entrepreneurs talks #1 (Azerbaijan)
Sarvor Subgrantee Video
Sarvor Subgrantee Video Material
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
დასაქმება და მეწარმეობა
თემები:
დასაქმება, ბიზნესი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.09.2020
დასრულების თარიღი:
31.08.2025
ვებსაიტი:
https://collaborate4impact.org/
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
419-426

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,