სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის

აღწერა
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროექტს „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“.

პროექტი სოციალური მეწარმეობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებისა და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვის უნიკალური შესაძლებლობაა. გარდა ამისა, სოციალური მეწარმეობის განვითარებული ეკოსისტემა ხელს შეუწყობს სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადობას, მოწყვლადი რეგიონების განვითარებას, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებას, გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარებასა და სხვ.

პროექტი მრავალკომპონენტიანია და მოიცავს როგორც ადვოკატირებასა და პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, ისე ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, სოციალური საწარმოების ფინანსურ, ტექნიკურ, საკონსულტაციო მხარდაჭერას; მათთვის სხვადასხვა სახის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდების ინფორმირებასა და სხვ.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მიზანია ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა

პროექტის ამოცანებია:

• სოციალურ საწარმოთა სამოქმედო სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება პოლიტიკურ დიალოგში ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ჩართულობით
• სოციალური მიზნების მქონე ბიზნესებისა და სოციალური მეწარმეობის კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლება
• ფართო საზოგადოების ინფორმირება და სხვადასხვა სექტორის ჩართულობის გაზრდა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციაში
• სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების მექანიზმების განვითარების მხარდაჭერა, ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და სოციალურ საწარმოებს შორის ქსელური საქმიანობის წახალისება
მოსალოდნელი შედეგები
მოსალოდნელი შედეგები:

- გაუმჯობესდება სოციალურ საწარმოთა სამოქმედო სამართლებრივი გარემო
- სოციალური მეწარმეობის კონცეფცია მხარდაჭერილი იქნება სხვადასხვა სექტორისა და ფართო საზოგადოების მიერ
- პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება
- კახეთსა და გურიაში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, შეიქმნება და ამოქმედდება საპილოტე მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას რეგიონალურ დონეზე
- სოციალურ საწარმოებს ექნებათ გაუმჯობესებული წვდომა ფინანსებზე
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
ვიდეოები
Best Young Ambassador of Social Entrepreneurship 2024
SE young ambassadors_ ENG
SE young ambassadors
B2B FAIR OF SOCIAL ENTERPRISES 2023
SE Young ambassadors event - summery video
B2B - Tegeta Interview
B2B - Vakhtang Interview
B2B - Eka interview
B2B fair 2022 - GEO
Leader - SE Forum 2022
Tene - SE Forum 2022
B2B Fair 2022 - ENG
Dediko - SE Forum 2022
Social Concept Store - ESKI
B2B Partnership Fair 2022
Summery video of SE Young Ambassadors program
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა, განათლება, კვლევა და ინოვაცია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ახალგაზრდობა (მეწარმეობა და უნარების განვითარება), სამოქალაქო საზოგადოება
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, დიალოგი, განათლება, ადამიანის უფლებები, ახალგაზრდობა, ახალგაზრდობა, ბიზნესი
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.03.2021
დასრულების თარიღი:
01.09.2024
ვებსაიტი:
https://www.csrdg.ge/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
421-172

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,