საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში

აღწერა
პროექტი ევროკავშირის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროგრამის ნაწილია. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით, პროექტი ხელს უწყობს ეროვნული და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებისა და გააქტიურების პროცესს, კლიმატის სამოქმედო რეგიონული ჯგუფებისა და კლიმატის ეროვნული პლატფორმის შექმნისა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზით.

პროექტი გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის და კახეთის რეგიონებში მუშაობს და ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასა და პოლიტიკის თანამონაწილეობრივი დაგეგმვის პროცესში ეფექტიანი ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით გაძლიერებაში ეხმარება. კლიმატის სამოქმედო რეგიონული ჯგუფები და კლიმატის ეროვნული პლატფორმა ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების კონსტრუქციულ ჩართულობას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. პროექტი მუშაობს ადგილობრივ და ეროვნულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე, ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებთან და სხვადასხვა სათემო და ახალგაზრდულ ჯგუფებთან.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
კონკრეტული მიზანი - კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით რეგიონული სამოქმედო ჯგუფებისა და ეროვნული პლატფორმის შექმნისა და პოლიტიკის თანამონაწილეობრივი გზით შემუშავების, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და წყლის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზით.
მოსალოდნელი შედეგები
1. კლიმატის ცვლილების სფეროში მონაწილეობის გაუმჯობესებული მექანიზმები;
2. მტკიცებულებებზე დაფუძნებული და თანამონაწილეობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხელშეწყობა კლიმატზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებისას;
3. კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის გაძლიერებული ზომები და ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს უკეთ დაცვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და/ან მისი შედეგების შერბილებაზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად მესამე მხარეებისთვის ფინანსური დახმარებისა (ქვე-გრანტები) და შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის შედეგად;
4. კლიმატის ცვლილებისა და მისი უარყოფითი ზემოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა

პროექტის დოკუმენტები
Beneficiaries
National Climate Platform (NCP)
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
ვიდეოები
CPC - Grantees Video
Stories
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
თემები:
ეკოლოგია
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2021
დასრულების თარიღი:
31.12.2024
ვებსაიტი:
http://www.cenn.org
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/ThinkNaturally

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
421-207

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,