ევროკავშირის რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ('EUNEIGHBOURS east')
აღწერა
რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EUNEIGHBOURS east) განახლებული საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილია. ის ერთობლივად შეიმუშავეს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალურმა დირექტორატმა (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფებმა. მისი მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოში სტრატეგიული საკომუნიკაციო საქმიანობის გაძლიერება, საზოგადოებისთვის ევროკავშირის და მისი პოლიტიკის უკეთ გაცნობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- ევროკავშირის დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერის, თანამშრომლობის და საერთაშორისო სოლიდარობის საშუალებით, ევროკავშირის შესახებ წარმოდგენის გაუმჯობესება და აღმოსავლეთ სამეზობლოში მისი გავლენიან მოთამაშედ პოზიციონირება. - ფაქტების და ადამიანების ცხოვრებისეული ისტორიების საშუალებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის უკეთ ინფორმირება იმაზე, თუ რა დადებითი გავლენა აქვს ევროკავშირის საქმიანობას მათ ყოველდღიურობაზე. - საზოგადოებაში ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მისი თანამშრომლობის შესახებ ეფექტიანი დისკუსიის სტიმულირება და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ახალგაზრდობასთან, მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან, ეროვნულ ხელისუფლებებთან, სხვადასხვა პროფესიულ ორგანიზაციასთან თუ ასოციაციებთან. აღნიშნული მიზნად ისახავს კომუნიკაციის გაუმჯობესებას და რეგიონის მასშტაბით ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას. - ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისადმი მხარდაჭერის შეფასება და მისი საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგი. - რეგიონში დეზინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მხარდაჭერა და სანდო ინფორმაციისადმი ნდობის გაძლიერება. - საზოგადოებაში ისეთი გარდამქმნელი რეფორმების მოთხოვნის შექმნა და შენარჩუნება, რომლის მიზანიც ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერაა. - სარეფორმო პროცესის მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების ხელშესახებ გაუმჯობესებასთან დაკავშირება.
მოსალოდნელი შედეგები
- ევროკავშირის, მისი პოლიტიკის და თანამშრომლობის პროგრამების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების უკეთ ინფორმირება. - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციის, ახალი ამბების, შესაძლებლობების და წარმატების ისტორიების ეფექტიანი ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმის და არხების საშუალებით უფრო ფართოდ გავრცელება. - ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის და სამოქალაქო ღონისძიებებში მათი აქტიური ჩართულობის საშუალებით ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდობას შორის დიალოგის გაღრმავება. - ციფრულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სტრატეგიულ საკომუნიკაციო მიდგომასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო პოტენციალის გაძლიერება. - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებთან და პროექტებთან ეფექტიანი კონტაქტების და პარტნიორობის ჩამოყალიბება. - ინფორმაციისა და ევროკავშირის გზავნილების გამავრეცელებელ მედია და არამედია პარტნიორებთან საკომუნიკაციო ქსელის განვითარება. - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეგულარულად ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების საშუალებით ევროკავშირის შესახებ საზოგადოებრივი აზრის უკეთ შესწავლა.
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.