EU4DIGITAL: ფართოზოლოვანი სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

აღწერა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "EU4DIGITAL ფართოზოლოვანი სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ მხარს უჭერდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეროვნული ფართოზოლოვანი სტრატეგიების განვითარებასა და ნაადრევ განხორციელებაში ევროკავშირის სათანადო საუკეთესო პრაქტიკის და სტრატეგიების შესაბამისად; ეს მოხდა ტექნიკური დახმარების და პოტენციალის შექმნის ხელშეწყობის საშუალებით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მთავარი ამოცანა იყო ფართოზოლოვანი ინტენეტის დაჩქარებული დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განხორციელდა ეროვნული ფართზოლოვანი სტრატეგიების ამოქმედებით ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის და სტრატეგიების შესაბამისად.

ფართოზოლოვანი ინტერნეტის დაჩქარებულ დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მთლიანი შიდა პროდუქტის სწრაფი ზრდის პოტენციალის კუთხით (რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შეფასებულია 2.9 მილიარდიდან 4.3 მილიარდ ევრომდე მხოლოდ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის). ის ასევე უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი კავშირის დამყარებას ე-სერვისების ასამოქმედებლად ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი საქმიანობა:

- სამიზნე ინდიკატორების კვლევა და ხარვეზების ანალიზი.
- მხარდაჭერა საკანონმდებლო და რეგულირების სისტემების გასაუმჯობესებლად.
- ფართოზოლოვანი ინტერნეტის კარტირების მხარდაჭერა.
- გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მხარდაჭრა.
- ფართოზოლოვანი სტრატეგიების ფორმულირება და მათი დანერგვის მხარდაჭერა.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ციფრული (ფართოზოლოვანი, მობილური, eGov, ციფრული ინოვაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები), ეკონომიკა და ვაჭრობა, დასაქმება და მეწარმეობა
თემები:
ციფრული ტრანსფორმაცია, ბიზნესი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2018
დასრულების თარიღი:
31.12.2020

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,