EU4ENERGY საკომუნიკაციო პროქტი

აღწერა
EU4ENERGY საკომუნიკაციო პროექტი დაიწყო 2017 წლის ივნისში იმ მიზნით, რომ გაეუმჯობესებინა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბილატერალური და რეგიონული დახმარების ცნობადობა ენერგეტიკის სფეროში. პროექტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა მოიცვა.
ინიციატივის EU4ENERGY მიზანია ევროკავშირის მხარდაჭერის სარგებლიანობის და ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის ზეგავლენის დემონსტრირება მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე ბენეფიციარ ქვეყნებში. ის ხორციელდება საკომუნიკაციო პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში და ემყარება ამ პროექტში შემუშავებულ საკომუნიკაციო პლატფორმებს/არხებს.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის ზოგადი მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრის გაუმჯობესების მხარდაჭერა ევროკავშირის შესახებ და ევროკავშირის პოლიტიკის და მისი გავლენის უკეთ გააზრება თანამშრომლობის რეგიონული და ორმხრივი პროგრამების საშუალებით აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში.
1) კოორდინაციის/მხარდაჭერის ფუნქცია:
- ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების საკომუნიკაციო მხარდაჭერა ენერგეტიკის სფეროში.
2) ინფორმაციის მიწოდება დროის რეალურ რეჟიმში სხვადასხვა არხების საშუალებით:
- სპეციალური ქვე-საიტი „EU4ENERGY“ ევროპის სამეზობლოს ვებ-პორტალზე (WWW.EU4ENERGY.EU ), რომელიც იმოქმედებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ინფორმაციის მისაწოდებლად ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხზე.
- მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა, რომელიც გადაეცემა ევროკავშირის წარმომადგენლობებს და სათანადო პროექტებს მათ შესაბამის არხებზე გამოყენების მიზნით.
- ახალი ამბების რეგულარული გენერირება და გავრცელება ენერგეტიკის თემებზე, ინიციატივებსა და ღონისძიებებზე.
3) საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების და თემატური ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება:
- კამპანია ენერგოეფექტურობის თემაზე ევროკავშირის დახმარების გავლენის სადემონსტრაციოდ.
- მოკლე და დინამიური საკომუნიკაციო კამპანიების შემუშავება ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის და ევროკავშირის შესაბამისი მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ რეგიონში (მაგ. განახლებადი ენერგია, ენერგოუსაფრთხოება და სხვ.).
- ევროკავშირის წარმომადგენლობების მხარდაჭერა შესაბამისი თემატური ღონისძიებების განხორციელებაში, მაგ. „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“.
მოსალოდნელი შედეგები
- ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინაცია/საკომუნიკაციო მხარდაჭერა ენერგეტიკის სფეროში.
- ინფორმაციის მიწოდება დროის რეალურ რეჟიმში სხვადასხვა არხების საშუალებით.
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების და თემატური ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.
- მედიასთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, კომუნიკაცია და მედიის მხარდაჭერა
თემები:
მედია
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2016
დასრულების თარიღი:
31.12.2020
ვებსაიტი:
www.eu4energy.eu

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,