EU4ENERGY მმართველობა (მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა)

აღწერა
EU4ENERGY მმართველობის პროექტი იყო ტექნიკური დახმარების პროექტი, დაფინანსებული ევროკავშირის მიერ ინიციატივის EU4ENERGY ფარგლებში. პროექტი დაეხმარა ენერგეტიკის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეებს აღმოსავლეთ ქვეყნებში საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების გაძლიერებაში და საინვესტიციო შესაძლებლობების განსაზღვრაში ენერგეტიკის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

ამ პროექტის ფარგლებში ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ ტექნიკური დახმარება გაუწია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას (მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა), რომლებიც ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრები არიან.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარება ენერგეტიკის კანონმდებლობის და რეგულაციების მომზადებაში.
- ახალი კანონმდებლობის დამტკიცების მხარდაჭერა.
- პოტენციალის შექმნა რეფორმების მხარდასაჭერად.
მოსალოდნელი შედეგები

კარგად ფუნქციონირებად ენერგეტიკის სექტორს სჭირდება მკაფიო წესები და რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს კონკურენციას და იურიდიულ სიზუსტეს.
ასეთი წესების და რეგულაციების არსებობისას მომხმარებლები, კერძოდ ოჯახები, ბიზნესი და მრეწველობა შემდეგი სახის სარგებლობას იღებენ:
- ენერგეტიკული ხარჯების შემცირება.
- ენერგომიწოდების სანდოობის და უსაფრთხოების გაუმჯობესება.
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
- გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენება.
- ენერგეტიკული სიღარიბის შემცირება.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა
თემები:
ენერგეტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2016
დასრულების თარიღი:
31.12.2020

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,