ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა

აღწერა
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის განხორციელებაში, რომლის შედეგდაც დაიხურა დიდი, საბჭოთა სტილის ბავშვთა დაწესებულებები და საფუძველი ჩაეყარა უფრო თანამედროვე, ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ მზრუნველობის მექანიზმებს. მას შემდეგ არაერთი პროექტი განხორციელდა, რათა გაუმჯობესდეს სახელმწიფო სერვისების ხარისხი.

მოცემული პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებაში და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების ჩამოყალიბებაში. მის ფარგლებში ხდება არსებული ხარვეზების გამოვლეენა და აღმოფხვრა, ასევე სერვისების მიწოდება, რათა მთავრობამ კიდევ უფრო მეტად შეძლოს გააძლიეროს ბავშვთა დაცვის სისტემა და მაღალი ხარისხის ალტერნატიული მზრუნველობის მეთოდები შეთავაზოს ბენეფიციარებს.

პროექტი:
- ხელს უწყობს საქართველოში გაუმჯობესებული და მდგრადი ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ხარისხიანი ალტერნატიული მომსახურების სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობით
- აძლიერებს სახელმწიფოს პრევენციულ და ოჯახის მხარდაჭერის მექანიზმებს
- უზრუნველყოფს მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დეინსტიტუტიონალიზაციას
- აყალიბებს მარეგულირებელ ჩარჩოებს რელიგიური დაწესებულებებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მზრუნველობის ქვეშ მყოფი თავშესაფრებისათვის.

პროექტის სამიზნეა სოციალური მომსახურების სააგენტოს 250 სოციალური მუშაკი, 69 მუნიციპალიტეტის სოციალური განყოფილებების 130 თანამშრომელი, 500 მიმღები მშობელი, დიდ დაწესებულებებში მაცხოვრებელი 1,600 ბავშვი, კოჯორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაწესებულებაში მაცხოვრებელი 45 ბავშვი, საქართველოს საპატრიარქოს ქვეშ მყოფი ინსტიტუციების 40 თანამშრომელი და სხვა არარეგულირებული ინსტიტუციების წარმომადგენლები.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებასა და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების ჩამოყალიბებაში.
მოსალოდნელი შედეგები
- შესაბამისი მექანიზმების, მოდელების, კანონმდებლობისა და პრაქტიკის შემუშავება და დახვეწა სოციალური მუშაობის სისტემის გასაძლიერებლად
- სოციალური მომსახურების სააგენტოს გაძლიერება და ოჯახზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესება
- სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება არარეგულირებადი ბავშვთა აღმზრდელობითი დაწესებულებების შესახებ და ამ დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა
- დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაძლიერება და ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოში მოქცევა
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
ვიდეოები
Appreciation event summary
Video - Summarizing the project achievements
Video - Day Care Centers
Foster Care_ Video Interview _ENG subtitles
Online banner promoting foster care
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
თემები:
სათანადო მართვა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
02.01.2019
დასრულების თარიღი:
31.01.2022
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/WorldVisionInGeorgia
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
401-896

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,