შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული უნარების განვითარების პროგრამა - საბიუჯეტო მხარდაჭერის კონტრაქტი

აღწერა
საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის 57% ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. მიუხედავად ბოლო წლების ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს შრომითი ბაზარი რამდენიმე სტრუქტურულ პრობლემას აწყდება. შრომითი ბაზრის მოთხოვნასთან უნარების შესაბამისობა, ასევე უნარების განვითარებაზე მიმართული თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის სისტემა სწორედ ის საკითხებია, რომლის გაუმჯობესება უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკურ განვითარებას.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას და განვითარებას ადამიანური კაპიტალის ზრდითა და უნარების თავსებადობით.
დახმარების გაწევა ხდება საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით - პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია ეროვნულ ხაზინაში, რაც მდგრადი რეფორმების გასატარებლად გამოიყენება. ამგვარი კონტრიბუცია დამოკიდებულია პოლიტიკის დიალოგზე, შესრულების შეფასებაზე და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. საბიუჯეტო მხარდაჭერა პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ პოლიტიკასა და რეფორმებზე.
საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტს თან ახლავს საგრანტო კომპონენტი და სერვისების შესყიდვის კომპონენტი.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
საქართველოს რეგიონებში (თბილისი, აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი) ქალებისა და მამაკაცების დასაქმების შესაძლებლობების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგები
- რეგიონებში მისაწვდომი უნარების თავსებადობის სერვისები
- შემოღებულია საოპერაციო უნარების განსაზღვრის სისტემა ეროვნული/სექტორული და რეგიონული უნარების საჭიროებების ანალიზისთვის
- გაზრდილი კარიერული კონსულტირების, სამუშოს მედიაციისა და შრომით ბაზარზე ინტეგრაციის სერვისები
- მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების მისაწვდომობა შერჩეულ რეგიონებში, ახალგაზრდებზე ყურადღების მიქცევით
- უნარების განვითარების მოქნილი სისტემა შექმნილია კერძო და საჯარო დაწესებულებებში, რომელიც მორგებულია დამსაქმებლებისა და მსწავლელების საჭიროებებზე
- გაზრდილია ჩართულობა პროფესიული განათლების სფეროში, განსაკუთრებით 15-24 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის
- სამეწარმეო განთლებისა და ტრენინგის შესაძლებლობები მისაწვდომია შერჩეულ რეგიონებში
- მეწარმეობა მთავარი კომპონენტია, რომელიც შესულია სასწავლო პროგრამასა და მასწავლებელთა გადამზადებაში
- მეწარმეობის მოდულები მისაწვდომია სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ დაწესებულებებში.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
განათლება, კვლევა და ინოვაცია
თემები:
განათლება, უნარები
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
20.11.2018
დასრულების თარიღი:
19.11.2023
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
403-393

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,