კლასტერები განვითარებისთვის - უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში

აღწერა
ეკონომიკური განვითარება ევროკავშრის პროგრამების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში, ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინიციტები მხარს უჭერს კლასტერების განვითარებას, ანუ, ბიზნეს კლასტერების შექმნას, რაც მცირე და საშუალო კომპანიებს საშუალებას აძლევს იგივე ინდუსტრიის წარმოომადგენელ სხვა ბიზნესებთან პარტნიორობით გახდნენ უფრო კონკურენტული და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი.

პროექტი აგებულია უკვე წარმატებით აპრობირებული ინიციატივის შედეგებზე და ხელს უწყობს კლასტერების განვითარებას განვითარებასა და სტიმულირებას სამ სექტორში: ტანსაცმლის წარმოება, სამშენებლო მასალები და ტურიზმი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით კლასტერების განვითარების ხელშესაწყობად აღნიშნული პროექტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" და სხვა სამთავრობო უწყებებთან.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
1. თანამშრომლობის ინოვაციური მექანიზმების გამოყენებით ტანსაცმლის წარმოების, სამშენებლო და ტურისტული მიმართულებებით მომუშავე კერძო სექტორის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობის განვითარება.
2. გაუმჯობესებული ინსტიტუციონალური ჩარჩო კლასტერების და ბიზნესის განვითარებისთვის.
მოსალოდნელი შედეგები
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და სხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით დაგეგმილია კლასტერების განვითარების პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
- საკვანძო მნიშვნელობის მქონე უწყებებს, მაგალითად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, მიეცემა დამატებითი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, არსებული სერვისების გასაუმჯობესებლად და ახალი მომსახურებების შესათავაზებლად.
- ბაზარზე ორიენტირებული კლასტერის განვითარება და საპილოტე მოდელის დანერგვა - კლასტერი გააერთიანებს ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც ისარგებლებენ ტექნიკური კონსულტაციით, რაც ხელს შეუწყობს სამეწარმეო პროცესის გაუმჯობესებას, საერთაშორისო ბაზრებთან კავშირების დამყარებას და ექსპორტს.
- ბაზარზე ორიენტირებული კლასტერის განვითარება და საპილოტე მოდელის დანერგვა - კლასტერი დაკომპლექტდება სამშენებლო მასალების მწარმოებლებისგან, შესაბამისი ბიზნეს-ასოციაციებისგან და სხვა დაინტერესებული მხარეებისგან. კლასტერის საქმიანობა მოიცავს უფრო მაღალი ღირებულების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, ასევე, მეტად დივერსიფიცირებული და ინოვაციული სამშენებლო მასალების წარმოებას; შესაბამისი ტექნიკური სტანდარტებისა და ნორმების დაცვას; საქართველოში წარმოებული სამშენებლო მასალების ხარისხზე და მდგრადობაზე ფოკუსირებას.
- თემატური კლასტერები ტურიზმის სექტორში - ბაზარზე ორიენტირებული სამი კლასტერის განვითარება და საპილოტე მოდელების დანერგვა იმერეთისა და კახეთის რეგიონებში: (1) კახეთისა და იმერეთის ადგილობრივი ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის კლასტერში გაერთიანდებიან სურსათის ადგილობრივი მწარმოებლები, ღვინის საწარმოები, რომლებიც მომხმარებელს ტურისტულ და სასტუმრო სერვისებს სთავაზობენ, რესტორნები და საოჯახო სასტუმროები, რომლებიც ადგილობრივი კულინარიული პროდუქციის რეალიზებას ახდენენ, ასევე, ღვინის ბარები და სექტორული ასოციაციები; (2) იმერეთის ავთენტური სასტუმროების კლასტერი მოიცავს იმ საოჯახო სასტუმროებს, რომლებიც ვიზიტორებს უკვე სთავაზობენ, ან აპირებენ რომ შესთავაზონ დამატებითი ტურისტული სერვისები და გამოცდილებები ავთენტურ გარემოში; (3) იმერეთის კულტურული მემკვიდრეობის კლასტერი გააერთიანებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს - ხელოსნებს, ხელოვანებს, ადგილობრივი კულინარიული და ხელნაკეთი პროდუქციის მწარმოებლებს, მუზეუმებს, დაცულ ტერიტორიებს, ტურ-ოპერატორებს, გიდებს - რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების განსავითარებლად.

პროექტის დოკუმენტები
Beneficiaries
Situationist
Kombinizona
Doctor Goods Ltd
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Kombinizona
Doctor Goods Ltd
Visit to DigitalBAU2020 - Trade show for digital solutions in the construction industry
ვიდეოები
Cycling Tour in Kakheti
Authentic Tourism Cluster Kakheti
Authentic Tourism Cluster Imereti
Maroma Collection
GAFA members collaboration - Ingorokva X Colors of Caucasus
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა
თემები:
ბიზნესი
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.07.2019
დასრულების თარიღი:
30.06.2023
ვებსაიტი:
n/a
სოციალური მედია:
n/a

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
401-349

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,