EU4Business - DCFTA მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი დახმარების მექანიზმი

აღწერა
EU4BUSINESS - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერის ინსტრუმენტის მიზანია ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსების გაერთიანება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გასაწევად და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების გაცემის პირობების გასაუმჯობესებლად.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ამ ინსტრუმენტის კონკრეტული ამოცანაა კერძო სექტორის მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ქვეყნებში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების გაცემის გზით.
მოსალოდნელი შედეგები
- მცირე და საშუალო ბიზნესის გაუმჯობესებული წვდომა ფინანსებზე და გრძელვადიანი დაფინანსების დეფიციტის გამოსწორება.
- გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფა ადგილობრივ ვალუტაში და ამით სავალუტო რისკის შემცირება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
- მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება ხარისხიანი კაპიტალდაბანდების პროექტების განსაზღვრაში და წარმატებით განხორციელებაში, მათი მმართველობის სტრუქტურის გაუმჯობესება და მათთვის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა.
- დახმარება ადგილობრივი საფინანსო ბაზრების განვითარებაში მდგრადი და საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით.
- რისკების განაწილება (ევროკავშირის გრანტი დაზღვევის დასაფარად პირველი ზარალის მიღებამდე).
- ტექნიკური დახმარება.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა
თემები:
ბიზნესი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.09.2014
დასრულების თარიღი:
31.08.2024
ვებსაიტი:
http://www.eu4business.eu
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
349-318

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,