EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი

აღწერა
ერთობლივი ინიციატივა "EU4BUSINESS - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზი" ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ისარგებლონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებით; ეს შეთანხმება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირთან აქვთ გაფორმებული. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობას ფინანსებზე DCFTA–სთან დაკავშირებული ინვესტიციების განსახორციელებლად. გარდა ამისა, ის ტექნიკურ დახმარებას უწევს ბიზნესს ამ ინვესტიციების უკეთ განსაზღვრის და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. ინვესტიციების განხორციელება მრავალი სხვადასხვა ფორმით არის შესაძლებელი, დაწყებული დანადგარების და ტექნოლოგიების განახლებიდან, დამთავრებული ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების ახალი, ხარისხიანი სტანდარტების დანერგვით.

საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესს მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში შემდეგი საშუალებებით:
- სესხები, გაცემული ადგილობრივი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით (სესხების ოდენობა მერყეობს მარტივი პროექტებისთვის განსაზღვრული 300,000 ევროდან 3 მლნ ევრომდე კომპლექსური პროექტებისთვის).
- სტიმულირება 15%-მდე გრანტების სახით სესხის შესაბამის რაოდენობაზე, რაც პროექტის წარმატების განხორციელების შემთხვევაში გაიცემა.
- საერთაშორისო ექსპერტების უფასო ტექნიკური დახმარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც ინვესტიციებს აკეთებენ ახალ მანქანა-დანადგარებსა და ტექნოლოგიებში ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის მიზნით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი ინიციატივის კონკრეტული ამოცანაა ფინანსებზე წვდომის გამარტივება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც მათ მისცემს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას.
მოსალოდნელი შედეგები
- მცირე და საშუალო ბიზნესის გამარტივებული წვდომა ფინანსებზე.
- მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მხარდაჭერა ახალი სავაჭრო შესაძლებლობების მისაღებად.
- მხარდაჭერა, გაწეული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალიწინებული ახალი სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა
თემები:
ბიზნესი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
13.05.2016
დასრულების თარიღი:
12.05.2026
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
373-818

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,