ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის

აღწერა
ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის მხარდაჭერას დამატებითი დაფინანსების მდგრადი უზრუნველყოფით, ეს გულისხმობს მიკრო- და მცირე საწარმოებისა და კერძო მეურნეობების მხარდაჭერას კვალიფიციური ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების საშუალებით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
- კერძო სექტორის კაპიტალის მოზიდვა ფონდში და ამით ინვესტიციების ეფექტურად გამოყენება რეგიონში კერძო სექტორის, კერძოდ, მიკრო- და მცირე საწარმოების განვითარების მიზნით.

- ბენეფიციარი ქვეყნების მხარდაჭერა საბაზრო ეკონომიკისკენ წინსვლის გზაზე სექტორში კონკურენციის განვითარებით.
მოსალოდნელი შედეგები
2017 წლის მე-2 კვარტლის დასასრულს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის პორტფელის ბიუჯეტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში €271.0 მლნ ევრო შეადგინა, რომელიც შემდეგი სახით განაწილდა:
საქართველო-54% (145.1 მლნ ევრო)
სომხეთი-22% (58.4 მლნ ევრო)
უკრაინა-11 % (30.8 მლნ ევრო)
ბელარუსი-7% (20.0 მლნ ევრო)
აზერბაიჯანი-4% (9.8მლნ ევრო)
მოლდოვა -2% (6.9 მლნ ევრო)
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის სესხების უდიდესი ნაწილი გაიცა კომერციულ ბანკებზე, დანარჩენი - მიკრო-საფინანსო ბანკებსა და მიკრო-საკრედიტო ორგანიზაციებზე. 2017 წლის ივნისისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპულ ფონდს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 168,330 საბოლოო მსესხებელზე სულ 1,727.6 მლნ ევრო ჰქონდა გაცემული.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა
თემები:
ბიზნესი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
17.12.2009
დასრულების თარიღი:
31.12.2031
ვებსაიტი:
https://www.efse.lu/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
228-707

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,