სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოში

აღწერა
პროექტი ესწრაფვის, განაგრძოს ქვეყნის მხარდაჭერა ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა თუ ინსტრუმენტების დასამკვიდრებლად მართლმსაჯულების სფეროში, ასევე, მეტად განავითაროს ამ სფეროს პროფესიონალთა შესაძლებლობები, რათა მათ ეს სტანდარტები და ინსტრუმენტები სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენონ: სასამართლო სისტემის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, სასამართლოს ადმინისტრირების მოდერნიზაციისათვის, მათ შორის, კიბერმართლმსაჯულების ინსტრუმენტთა დანერგვის გზით. ამასთან, უწყვეტად გააუმჯობესონ სასამართლოს სერვისები პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის დიალოგით.

პროექტი შესრულდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის - მესამე ფაზის ფარგლებში, 2023 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში. იგი დაეყრდნობა აღნიშნული პროგრამის პირველი და მეორე ფაზების შედეგებს მართლმსაჯულების გაძლიერების სფეროში (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასამართლო სისტემა გაუმჯობესდება ხარისხისა და ეფექტურობის კუთხით, CEPEJ-ის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის დანერგვით, მათ შორის სასამართლო ქოუჩინგის მეშვეობით. უფრო კონკრეტულად, პროექტის მიზნებია:

1. საქართველოში მხარი დაუჭიროს მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კერძოდ კი, საქმეთა ნაშთისა და სამართალწარმოების გაჭიანურების შემცირებას.
2. დაეხმაროს სასამართლოს სერვისების გაუმჯობესებას, სამართლის პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გზით.
3. ხელი შეუწყოს მოსამართლეთა მხრიდან საქმეების მედიაციისათვის გადაცემის ზრდას, სამედიაციო საქმეებზე სტატისტიკის უკეთ შეგროვებას CEPEJ-ის მედიაციის განვითარების გზამკვლევზე დაფუძნებით.
მოსალოდნელი შედეგები
1. სასამართლოები დანერგავენ ხარისხისა და ეფექტიანობის სტანდარტებსა და ინსტრუმენტებს
2. გაუმჯობესდება ეფექტიანი და ხარისხიანი სასამართლო სერვისების მოქალაქეებისათვის მიწოდება
3. ქოუჩინგის პროგრამა სასამართლოებში შექმნის კარგ პლატფორმას სასამართლოს მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად და
პრაქტიკული ზომები გავრცელდება ყველა სასამართლოში
4. სასამართლოს მუშაობა გაძლიერდება სასამართლოს გაუმჯობესებული მენეჯმენტის მეშვეობით
5. მედიაციისადმი მიმართვიანობა მოიმატებს.
პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
თემები:
აღმოსავლეთ პარტნიორობა, სათანადო მართვა, სამართალი
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.05.2023
დასრულების თარიღი:
28.02.2026
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
441-959

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,