მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში

აღწერა
პროექტი მიზნად ისახავს გააგრძელოს ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა მართლმსაჯულების გაძლიერების მიზნით; ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტები, იურიდიული და სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალები, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ., და ამ სტანდარტების გამოყენებით ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ფაზის ფარგლებში. ის ეფუძნება მართლმსაჯულების გაძლიერების სფეროში პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის წინა ფაზების შედეგებს (ფაზა I 2015-2018 და ფაზა II 2019-2023).
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული სასამართლო სისტემის გაძლიერებით საქართველოში.
მოსალოდნელი შედეგები
► სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოსამართლეთა მიუკერძოებლობის ხელშეწყობა
► სისხლის სამართლის კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით თანმიმდევრული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიღწევა
► ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად სასამართლოების ეფექტურობისა და მოსამართლეთა ცოდნის გაზრდით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელება გაუმჯობესებულია

პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
თემები:
აღმოსავლეთ პარტნიორობა, სათანადო მართვა, განათლება, ადამიანის უფლებები, სამართალი
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.03.2023
დასრულების თარიღი:
28.02.2026
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
441-959

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,