სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის

აღწერა
პროექტი ითვალისწინბს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა გაძლიერებას, რათა გაიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების როლი ადამიანის უფლებებისა და ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში აქტიური და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობის მიზნით. პროექტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და მედია საშუალებების გაძლიერებას, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგისა და ზეგავლენის განხორციელების მიზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს საწიროებებზე მორგებული და ინკლუზიური მმართველობის სტილი. აგრეთვე გაძლიერდება მცირე და საშუალო ბიზნესი, რათა გამოყენებული იყოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შეთანხმების შესაძლებლობები.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რათა ხელი შეუწყოს გენდერულად მგრძნობიარე, მონაწილეობრივ და მდგრად განვითარებას საქართველოში. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არასამთავრობო სექტორის სტიმულირება და მათი შესაძლებლობების გაზრდა ეთნიკური უმცირესობების მეტი ჩართულობის მიმართულებით ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების პროცესში, რათა გაზრდილი იყოს მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკის შემუშავების, ისე სამოქალაქო ცხოვრებაში.
პროექტის ძირითადი მიმართულებებია:
• სამიზნე მუნიციპალიტეტებში ეთნიკური უმცირესობებისა და ფორმალური თუ არაფორმალური სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების პროგრამებისა და ბიუჯეტის შემუშავებისა და მონიტორინგის პროსესებში
• ქმედითუნარიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების განხორციელების ხელშეწყობა, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის პროცერსის ინსტიტუციალიზაცია და ისეთი პოლიტიკის შემოშავება, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს
• ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობა ბიზნეს სექტორის გაძლიერების საშუალებით.
მოსალოდნელი შედეგები
სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ჯგუფები და აქტივისტები აფიქსირებენ უნარების გაუმჯობესებას, სამთავრობო პოლიტიკაზე ზეგავლენის განხორციელების მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს გენდერულად მგრძნობიერე პოლიტიკის შემუშავება და ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის ზრდა. ისინი ავლენენ გაძლიერებულ უნარებს, ხმამაღლა აფიქსირებენ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს და ჩართულები არიან პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.
მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებადი მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციები იღებენ ინფორმაციას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ, ხოლო 50 ბიზნეს ორგანიზაციის მხრიდან ფიქსირდება ფინანსებზე და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ბიზნესის განვითარება.
გაზრდილია 70 ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელთა ინტერესი და უნარები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების გათვალისწინებისა და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. ადგილობრივი მთავრობის მინიმუმ 60 წარმომადგენელი მიზნობრივი მუნიციპალიტეტებიდან გაივლის ტრენინგებს მონაწილეობრივი ჩართულობის მექანიზმების შემუშავების, გენდერულად მგრძნობიარე მმართველობის, ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის განვითარების მიმართულებით.
ხელი შეეწყობა ადგილობრივი მედიის მხრიდან ბენეფიციარფების საჭიროებებზე მორგებული ადვოკატირების კამპანიების მართებულად გაშუქების მიმართულებით.
პროექტის რუკა
Training on effective evidence-based advocacy campaigning.
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
სამოქალაქო საზოგადოება
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი, ადამიანის უფლებები, მედია, მედია
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2022
დასრულების თარიღი:
30.06.2025
სოციალური მედია:
www.facebook.com/HEKS.EPER.Georgia

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
429-127

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,