სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველსაყოფის მიზნით

აღწერა
პროექტის მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შექმნის, დანაშაულისა და ნარკომანიის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის სისტემების გაუმჯობესების გზით ხელი შეუწყოს ადამიანთა უსაფრთხოების გაზრდას საქართველოში, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებების პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის მიზნის მიიღწევა ექვსი კონკრეტული ამოცანის ფარგლებშია დაგეგმილი:
1. სამართალდამცავი ორგანოების, საგანმანათლებლო სისტემის და შესაბამისი პერსონალის შესაძლებლობების ჩამოყალიბება კრიმინალური და ძალადობრივი ქცევების პრევენციის, იდენტიფიცირების, დროული ჩარევისა და დაძლევის მიზნით;
2. ჯანდაცვის სერვისის პროვაიდერების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უზრუნველყონ ნარკოტიკების მოხმარების აშლილობის (SUD) და ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ქცევითი დარღვევების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა;
3. მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პრაქტიკით ინფორმირებული, ნივთიერებების ბოროტად გამოყენების პრევენციის სტრატეგიებისა და ინტერვენციების შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა;
4. პირველადი ჯანდაცვის სისტემis გაძლიერება, შესაბამისი ასაკობრივად მგრძნობიარე კლინიკური პროტოკოლების და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის გზით;
5. საქართველოს ნარკომანიასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ხელახალი ჩამოყალიბების მხარდაჭერა, მტკიცებულებებზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებზე დაყრდნობით;
6. ჯანდაცვის, სოციალური და ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სსო-ების თემატური ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის შესაძლო შედეგი შეიძლება იყოს:

შესაბამისი სფეროს პროფესიონალების ცოდნითა და უნარებით აღჭურვა; სამოქალაქო ორგანიზაციების განავითარების ხელშეწყობა ინტეგრირებული სისტემების მუშაობის ხელშეწყობა;
ნივთიერების მოხმარების პრევენციაში, მკურნალობასა და რეაბილიტაციაში ჩართული სერვისების შესაძლებლობების გაძლიერება. სამოქალაქო და სათემო ორგანზიაციების საჭიროებების საპასუხოდ, პროექტი ხელს შეუწყობს მათი სპეციფიკური ტექნიკური და ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარებას;
დანაშაულებრივ და ანტისოციალურ ქცევაში ჩართული ახალგაზრდების სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა სკოლის მასწავლებლები, მენტორ-მასწავლებლები, პოლიციის ოფიცრები და საჯარო ადმინისტრატორები, მიიღებენ შესაბამის ცოდნას და უნარებს ეფექტური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული ინტერვენციების განსახორციელებლად.
და სხვა აქტივობები.




პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
სამოქალაქო საზოგადოება
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, ჯანმრთელობა, ადამიანის უფლებები
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
01.01.2022
დასრულების თარიღი:
31.12.2024
ვებსაიტი:
www.osgf.ge
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
429-043

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,