აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება

აღწერა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ (Eastern Partnership Civil Society Facility) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექვს ქვეყანაში, რათა განავითაროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აქტივისტების როლი და შესაძლებლობები.
მოცემული ექვსი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს, პროექტი სთავაზობს შემდეგს:
- საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული შესაძლებლობები სამოქალაქო საზოგადოებისთვის;
- სამოქალაქო საზოგადოების ყოველწლიური ჰაკათონი (Civil Society Hackathon) ახალი იდეების და ინსტრუმენტების განვითარების მიზნით, რათა გაუმჯობესდეს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და თანამონაწილეობა;
- სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდია (Civil Society Fellowships), რათა მხარი დაუჭიროს რეგიონში 120 სამოქალაქო აქტივისტს და ახალგაზრდა პროფესიონალს;
- რეგიონული თანამშრომლობა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა შესაბამის რეგიონულ და საერთაშორისო ღონისძიებებში;
- ქსელური თანამშრომლობის ხელშეწყობა და შესაბამისი ინიციატივების ad hoc მხარდაჭერა;
- საკომუნიკაციო აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხილვადობის გაზრდას და ევროკავშირის მიერ მათი მხარდაჭერის წარმოჩენას;
- სამოქალაქო საზოგადოების შესახებ კვლევების და ანალიზის ჩატარება ევროკავშირის მოთხოვნის მიხედვით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში თანამონაწილეობითი და ინკლუზიური დემოკრატიის ხელშეწყობა.
პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტების როლის და შესაძლებლობების გაზრდას, რათა ისინი უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკის ფორმირების პროცესსა თუ პოლიტიკურ დიალოგში; მხარი დაუჭირონ რეფორმების გატარებას და საჯარო ანგარიშვალდებულებას, განავითარონ დემოკრატია ადგილობრივ დონეზე და ჩართონ მოქალაქეები საჯარო დებატებში.
მოსალოდნელი შედეგები
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებული შესაძლებლობები, რათა ჩაერთონ პოლიტიკის ფორმირების პროცესსა თუ პოლიტიკურ დიალოგში, მხარი დაუჭირონ რეფორმების გატარებას და საჯარო ანგარიშვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატია ადგილობრივ დონეზე და ჩართონ მოქალაქეები საჯარო დებატებში;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაუმჯობესება;
- სამოქალაქო საზოგადოების როლის და საჯარო ხილვადობის გაზრდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;
- პარტნიორ ქვეყნებში არსებული სამოქალაქო ორგანიზაციების უკეთესად გაცნობა და მათი გამოწვევების გაგება ევროკომისიის მიერ, რათა მიზნობრივად მოხდეს ევროკავშირის სამომავლო პროგრამების დაფინანსება;
- ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის უკეთესად და თანმიმდევრულად წარმოჩენა.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Stories
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
სამოქალაქო საზოგადოება, ინკლუზია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება, დიალოგი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ადამიანის უფლებები, ქალები, ახალგაზრდობა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
28.06.2021
დასრულების თარიღი:
27.12.2024
ვებსაიტი:
https://eapcivilsociety.eu/
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
425-150

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,