სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში

აღწერა
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ მიზანია ახლად ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო ჯგუფების, სამოქალაქო ინიციატივების, ასევე სოციალური და კულტურული მოძრაობის წარმომადგენლების, როგორც სანდო მამოძრავებელი ძალის მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიულ პროცესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და მოლდოვის რესპუბლიკაში.

პროექტის გუნდის და გამოცდილი ფასილიტატორების მხარდაჭერით, თითოეული შერჩეული ორგანიზაცია შეიმუშავებს საკუთარ სტრატეგიას, რომელშიც განსაზღვრავს საკუთარ გზას და როლს საზოგადოებაში, და დაგეგმავს სისტემურ ცვლილებას, რომელზეც გავლენა უნდა მოახდინოს. მონაწილეები შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და მიიღებენ მონაწილეობას სპეციალურ ტრენინგებში, კონსულტაციებში, იმუშავებენ მენტორების ხელმძღვანელობით და განახორციელებენ სასწავლო ვიზიტებს. გარდა ამისა, ისინი გააძლიერებენ კავშირებს საკუთარ საზოგადოებასთან, მხარდამჭერებთან და მოხალისეებთან, და მონაწილეობას მიიღებენ ქსელურ საქმიანობაში კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მოლდოვაში.

შერჩეული ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი იქნება რესურსები კვლევის, თემატური გამოცდილების მიღების და პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობისთვის ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ისინი გაარკვევენ შეიძლება თუ არა დაკავშირება კერძო სექტორთან, და თუ შიძლება - რატომ და როგორ; გარდა ამისა, შეისწავლიან თვითორგანიზებას და რესურსების მართვას ეფექტიანად, გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულების დაცვით. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიტანონ განაცხადი მოქნილი დაფინანსების მისაღებად საკუთარი ორგანიზაციული განვითარებისა და საზოგადოებრივი კამპანიების განხორციელების მიზნით.

კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის კონკრეტული ამოცანებია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, როგორც მმართველობის ლეგიტიმური, ინკლუზიური და სანდო აქტორების როლის გაძლიერება, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიზაციის პროცესს სამიზნე ქვეყნებში

– სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული პოტენციალის გაძლიერება.
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებული მონაწილეობა სამოქალაქო აქტივობასა და პოლიტიკურ დიალოგში.
– კავშირების და ჩართულობის გაუმჯობესება როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებს შორის, ისე კერძო სექტორთან.
მოსალოდნელი შედეგები
– სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული პოტენციალის გაძლიერება.
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებული მონაწილეობა სამოქალაქო აქტივობასა და პოლიტიკურ დიალოგში.
– კავშირების და ჩართულობის გაუმჯობესება როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებს შორის, ისე კერძო სექტორთან.
პროექტის დოკუმენტები
Beneficiaries
Facilitation workshop for the "TinerEd" CSO
Facilitation workshop for the "Puls comunitar" CSO
Facilitation workshop for the "Mediu curat și oameni sănătoși" CSO
Facilitation workshop for "Luceafărul Sudic" CSO
Facilitation workshop for CSO Viitor. Integrare. Perspectiva - VIP CENTRU
Facilitation workshop for CSO Echitate
Facilitation workshop for the media project CU SENS
Facilitation workshop for CSO Laolaltă
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
ვიდეოები
Story about NGO VRC Moldova and their work to promote ergo-therapy among mental health centres
Story about NGO Support and hope, and their work to raise awareness about children with autism
Video Promoting Women Rights
Promo video of Organsation "Salam" - Return My Surname
Promo video promoting clean environment - Organisation "My City Kills"
Video Report of the Event - Promoting Labor Rights - Updated
Promo Video Promoting Clean Environment as Basic Human Right
პრომო ვიდეო: შეწყვიტე ბრაკონიერობა, გაუფრთხილდი ბუნებას ! - Promo Video - Stop Poaching, Protect Nature
Supporting ‘drivers of change’ in Armenia: Restart Gyumri
Supporting ‘drivers of change’ in Armenia: MITK
Story about NGO Mediu curat and their work to protect environment
Story about a woman victim of domestic violence, now running the NGO VIP Centru
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
სამოქალაქო საზოგადოება
თემები:
სამოქალაქო საზოგადოება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, საქართველოს, მოლდოვა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
15.01.2020
დასრულების თარიღი:
30.09.2022
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
413-481

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,