უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

აღწერა
პროექტს "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის", ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში.
მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ორი ძირითადი მიზანი:
1. შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით;
2. ხელი შეუწყოს სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს, შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
• პროექტის განხორციელებისთვის დაგეგმილია, სამიზნე რეგიონებში დასაქმების ბაზრის კვლევა, რომელიც გამოავლენს ადგილობრივი ბიზნესების დამოკიდებულებებს არსებული სამუშაოს მაძიებლების მიმართ, კერძოდ როგორია მათი მოთხოვნები და რამდენად შესაბამისობასია არსებულ მდგომარეობასთან.
• სამიზნე რეგიონებში დასაქმებისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს გაიუმჯობესებს 1670 -ზე მეტი ადამიანი
• სულ მცირე 300 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდება პროექტის მიმდინარეობის პერიოდში
• პროექტის 3 სამიზნე რეგიონში შეიქმნება 6 დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც სულ მცირე, 900 ადამიანს მოემსახურება
• შეიქმნება / საქმიანობას გააფართოებს 6 სოციალური საწარმო, სადაც დამატებით დასაქმდება სულ მცირე 20 ადამიანი შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული ჯგუფებიდან
• განხორციელდება 5 პარტნიორული პროექტი ბიზნეს სექტორთან, რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად
• 28 სკოლაში ჩამოყალიბდება მეწარმეობის და კარიერის განვითარების კლუბი, სადაც სულ მცირე 450 მოსწავლე გაიუმჯობესებს სამეწარმეო უნარებს და გაიღრმავებს ცოდნას სხვადასხვა პროფესიების შესახებ
• 200-მდე პედაგოგი გადამზადდება და სამიზნე სკოლებში განხორციელდება მინ. 20 სამეწარმეო უნარების განვითარების ინტეგრირებული პროექტი
• 5 პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდება საჭიროებაზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების საკონსულტაციო მომსახურება
პროექტის დოკუმენტები
Beneficiaries
Learning and Employment Support Centre (LESC) (Kvemo Kartli - Tetritskaro)
Learning and Employment Support Centre (LESC) (kvemo kartli - Bolnisi)
Learning and Employment Support Centre (LESC) (Guria, Ozurgeti)
Learning and Employment Support Centre (LESC) (Guria, Chokhatauri)
Learning and Employment Support Centre (LESC) (kakheti - Lagodexi )
Learning and Employment Support Centre (LESC) (kakheti - Telavi)
პროექტის რუკა
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა, დასაქმება და მეწარმეობა
თემები:
ბიზნესი, დასაქმება, უნარები
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
12.10.2020
დასრულების თარიღი:
28.02.2023
ვებსაიტი:
www.csrdg.ge
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/CSRDG/;

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
417-883

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,