„ზურმუხტის ქსელი“: როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვას

  • როგორ იცავს ევროპული ჩარჩო სახეობებსა და ჰაბიტატებს მთელ კონტინენტზე?
  • როგორ ეხმარება ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს „ზურმუხტის ქსელის“ გაფართოებაში?
  • საქართველო ყურადღების ცენტრში
View post
ბარათი %1 %2-დან

როგორ იცავს ევროპული ჩარჩო სახეობებსა და ჰაბიტატებს მთელ კონტინენტზე?

40 წელზე მეტია გასული, რაც ევროპის საბჭომ „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია“ (1979), იგივე „ბერნის კონვენცია“ მიიღო. ეს პირველი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომლის მიზანსაც სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვა და ბუნების კონსერვაციისჯენ მიმართული კოორდინირებული ქმედებების მხარდაჭერა წარმოადგენს.

დღეს კონვენცია აერთიანებს 49 ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას.

კონვენციის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ტერიტორიებს ენიჭებათ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების“ სტატუსი და ისინი ერთიანდებიან „ზურმუხტის ქსელში“, რომელიც საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებსა და ჰაბიტატებს იცავს და ბუნების კონსერვაციის ევროპულ სტანდარტებს ევროკავშირის მიღმაც ავრცელებს.

კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად ევროკავშირმა 1992 წელს „ჰაბიტატების დირექტივა“ მიიღო, მოგვიანებით კი შექმნა „ნატურა 2000“-ის ქსელი, რომელიც მოიცავს ბუნების 27 000-ზე მეტ დაცულ ადგილს, რაც კონტინენტის მიწის ფართობის თითქმის მეხუთედს შეადგენს. „ნატურა 2000“-ის ტერიტორიები ფარავს სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემებს, იქნება ეს ტყეები, მდელოები, ჭარბტენიანი ტერიტორიები თუ სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემები.

ევროკავშირის ფარგლებში „ჰაბიტატების დირექტივა“ და „ფრინველთა დირექტივა“ ქმნის „ნატურა 2000“-ის ტერიტორიების განსაზღვრისა და მართვის სამართლებრივ საფუძველს. სწორედ „ნატურა 2000“-ის მეშვეობით ახორციელებს ევროკავშირი „ბერნის კონვენციის“ მიზნებს და შეაქვს წვლილი პანევროპულ „ზურმუხტის ქსელში“.

როგორ ეხმარება ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს „ზურმუხტის ქსელის“ გაფართოებაში?

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ზურმუხტის ქსელის გაფართოებაში ეხმარება ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერით. ამგვარი თანადგომა წლების წინ დაიწყო და დღესაც გრძლდება მიმდინარე პროგრამების ფარგლებში.

2009 წლიდან 2011 წლამდე ევროკავშირმა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შექმნა ერთობლივი პროგრამა, რომელმაც „ზურმუხტის ქსელის“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაფართოებას ჩაუყარა საფუძველი. პროგრამა ფოკუსირებული იყო ბიომრავალფეროვნების შეფასებაზე, კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე სახეობებისა და ჰაბიტატების გამოვლენაზე და „ზურმუხტის ქსელისში“ შესატანი პოტენციური ტერიტორიების შერჩევაზე. ერთობლივი პროგრამის მეორე ფაზაში, რომელიც 2012-2016 წლებში ხორციელდებოდა, ეს ძალისხმევა გაგრძელდა. ქვეყნებს გაეწიათ დახმარება რათა ტერიტორიების გამოვლენის ეტაპიდან გადასულიყვნენ ამ ტერიტორიების „ზურმუხტის ქსელში“ ოფიციალურად შეტანაზე და შესატყვისი ქმდებების განხორციელებაზე.

აქამდე გაწეული სამუშოს შედეგებზე დაყრდნობით, ევროკავშირი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ძირითადად “ევროკავშირი გარემოსთვის”  (EU4Environment) პროგრამის ფარგლებში უჭერს მხარს. ეს პროგრამა ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით ქვეყნებს ეხმარება მართონ „ზურმუხტის ქსელის“ არსებული ტერიტორიები და მოამზადონ წინადადებები ქსელში ახალი ტერიტორიების შესატანად. მოლდოვასა და უკრაინას, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, დამატებითი მხარდაჭერა LIFE პროგრამის ფარგლებშიც მიეწოდება. ამას გარდა, ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებაში“ პროექტით APENA შემუშავდა მართვის გეგმა „ზურმუხტის ქსელის“ ერთი ტერიტორიისთვის – კერძოდ, პირიატინსკის ეროვნული პარკისათვის. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას და მონაცემთა გაცვლას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

კერძოდ, პროგრამა “ევროკავშირი გარემოსთვის” ქვეყნებს შემდეგი მიმართულებებით ეხმარება:

  • მითითებებისა და რეკომენდაციების გაცემა „ზურმუხტის ქსელში“ ტერიტორიების ოფიციალური შეტანისთვის;
  • „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიებისთვის მართვის გეგმების შემუშავება ბუნებისა და ადგილობრივი თემების ორმხრივი სარგებლის უზრუნველსაყოფად;
  • ეროვნული პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა „ზურმუხტის ქსელიდან“ „ნატურა 2000“-ზე შეუფერხებლად გადასვლის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში;
  • „ზურმუხტის ქსელის“ მონაცემთა ბაზის გადასინჯვა და ოპტიმიზაცია მონაცემების განსაახლებლად და შესასწორებლად;
  • ადამიანური რესურსების გაძლიერება „ზურმუხტის ქსელის“ მართვისთვისა და სწორი კონსერვაციული ზომების გასატარებლად;
  • სამეცნიერო ცოდნის გაღრმავება მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, აგრეთვე კონსერვაციული სტატუსის შეფასებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავების მიზნით.

საქართველო ყურადღების ცენტრში

საქართველო მრავალფეროვანი ეკოსისტემებით ხასითდება. მათ შორისაა ტყეები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 44.5%-ს იკავებს, ასევე მტკნარი წყლის სისტემები, ჭარბტენიანი ტერიტორიები, ზღვისა და სანაპიროს ჰაბიტატები, მაღალმთიანი ზონები, ნახევარუდაბნოები და სტეპები.

საქართველომ „ბერნის კონვენციის“ რატიფიცირება 2009 წელს მოახდინა. ამჟამად საქართველოში „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილად აღიარებულია 66 ტერიტორია, რაც ქვეყნის ხმელეთის ფართობის 18.5%-ს შეადგენს. ამ ტიროტორიებზე დაცულია ცხოველთა და მცენარეთა 215 სახეობა და 61 ჰაბიტატი.

„ზურმუხტის ქსელში“ საქართველოს ტყეების დაახლოებით 30% შედის. აჯამეთის ტერიტორიაზე დაცულია ენდემური და რელიქტური იმერული მუხა და ძელქვა, რომლებიც „საქართველოს წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. სხვა აღსანიშნავი სახეობები, როგორებიცაა კავკასიური სოჭი, აღმოსავლეთის ნაძვი, ფსტა და ღვიის სხვადასხვა სახეობა, „ზურმუხტის ქსელის“ რამდენიმე სხვა ტერიტორიაზეც გვხვდება. დამატებით, დაცულ ტერიტორიათა შორისაა თუშეთის, არხოტისა და ყაზბეგის „ზურმუხტის“ ტერიტორიები, სადაც მოლაშქრეებს კვლავ შეუძლიათ გადააწყდნენ აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვს, რომელიც კავკასიის მთების ენდემური სახეობაა.

პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის” საქართველოში „ზურმუხტის ქსელის“ მხარდაჭერასა და გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება, იქნება ეს ტყის ჰაბიტატებზე ფოკუსირებული მართვის გეგმების გზამკვლევთა შემუშავება, კონსერვაციული ზომების შესახებ რეკომენდაციების გაცემა, ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობასა და სარგებელზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თუ ეროვნული დაინტერესებული მხარეების შესაძლებლოებათა გაძლიერება.

პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის” ანგარიშები საქართველოში „ზურმუხტის ქსელის“ შესახებ 

ონლაინ კურსი „ზურმუხტის ქსელის შესახებ“

ბროშურა საქართველოში „ზურმუხტის ქსელის შესახებ“ (ქართულად, ინგლისურად)

ვიდეო „ზურმუხტის ქსელის შესახებ“

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height