ევროკავშირი საქართველოში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას ახალი ინტეგრირებული სისტემების გადაცემით უწყობს ხელს
ივლისი 9, 2021

ევროკავშირი საქართველოში კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას ახალი ინტეგრირებული სისტემების გადაცემით უწყობს ხელს


ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კიბერუსაფრთხოების ინტეგრირებული სისტემები გადასცა, რომელიც როგორც ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე პროგრამულ მხარდაჭერას მოიცავს. დახმარება ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტის (SAFE) ფარგლებში და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისთან (UNOPS) პარტნიორობით განხორციელდა. 

კიბერუსაფრთხოების ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის დანიშნულებაა კიბერსაფრთხეების გამოვლენა და არაავტორიზებული შეღწევის და მონაცემთა დაკარგვის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა. ამ გზით საქართველოს თავდაცვის სისტემის კიბერსივრცეში მეტად უსაფრთხო გარემო შეიქმნება. 

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, SAFE-ის მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით, რომ არსებული ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღგვეჭურვა. ამასთან, პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ტექნიკური პერსონალის გადამზადებაც. ევროკავშირთან და UNOPS-თან სამაგალითო თანამშრომლობამ შესაძლებლობა მოგვცა, გაგვეძლიერებინა კიბერუსაფრთხოება როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე ეროვნულ დონეზე“, — აღნიშნა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლევან გიორგობიანმა.

ევროკავშირის მიერ გადაცემული კიბერუსაფრთხოების ინტეგრირებული სისტემების ფასი 231,000 აშშ დოლარია.

დამატებითი ინფორმაცია

რესრელიზი

 


SEE ALSO


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,