Publication type: საინფორმაციო მასალები

EU4Gender Equality Reform Helpdesk’s support (2021-2022) for Georgia 

ეს დოკუმენტი აღწერს ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲐᲨᲘ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲯᲒᲣᲤᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲗᲕᲘᲡ EU4Gender Equality Reform Helpdesk’s support (2021-2022) for Georgia Download

Continue reading

ევროკავშირი და საქართველო

ეს ინფოგრაფიკა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას — მათ შორის ქვეყნისთვის 2022 წლის ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს მიმოიხილავს. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა. მასში გამოკვეთილია საქართველოსთვის განკუთვნილი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი კონკრეტული ინვესტიციებით შეუწყობს ხელს ქვეყნის პოსტპანდემიურ აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას.  EU-GE-FS-GeorgianDownload

Continue reading

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის თანმიმდევრული ნაბიჯები

ეს ინფოგრაფიკა ხსნის, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. მასში წარმოჩენილია ძირითადი ეტაპები, რომელთა შესრულებაზეცაა დამოკიდებული ის, თუ როდის იქცევა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის თანმიმდევრული ნაბიჯებიDownload

Continue reading

ყოველწლიური გამოკითხვა 2023 – საქართველო

ეს ბოლო გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1,000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. EU NEIGHBOURS EAST პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (84%) თვლის, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა. გარდა ამისა, მკვეთრად არის გაზრდილი ინფორმირებულობა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის...

Continue reading

ევროკომისიის მოსაზრებები ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადების თაობაზე 

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე საბჭოსთვის წარდგენილ განაცხადებზე თავისი მოსაზრებები გამოაქვეყნა. კომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას გაუწია რეკომენდაცია — იმ პირობით, რომ ქვეყნები უახლოეს მომავალში გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ. საქართველოს კი, კომისიის რჩევით, კანდიდატის სტატუსი მას მერე უნდა მიენიჭოს, რაც ქვეყანა გარკვეული რაოდენობის პრიორიტეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ევროკომისიის მოსაზრებები ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადების თაობაზე Download

Continue reading

ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები — ინფოგრაფიკა

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერეს და ის სრულ ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. ხელშეკრულებამ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი შექმნა. ამ თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს სარგებელთა შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), რომელმაც 2017 წლის 28 მარტიდან ქართულ ბიზნესს და პროდუქტებს ევროპის ბაზარი გაუხსნა, ხოლო საქართველოს მოსახლეობას შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი დონორია და ის გრანტების სახით ყოველწლიურად 120მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს ქვეყნის...

Continue reading

აღდგენა, გამძლეობა და რეფორმები: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საყოველთაო სარგებლის მომტანი პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანი ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერებაა. ეს პროცესი ემყარება ინკლუზიურობის და დიფერენციაციის პრინციპებს, რომელთა შორისაცაა ინდივიდუალური მიდგომა და თანამშრომლობის სტიმულებზე დაფუძნებული გზებით გაფართოება. „20 შედეგი 2020 წლისთვის“ ინიციატივის, 2020 წლის მარტის „ერთობლივი განცხადების“ და  2020 წლის მაისის „საბჭოს დასკვნების“  საფუძველზე, ევროკავშირმა 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის პრიორიტეტები განსაზღვრა. ხუთი დასახული ამოცანის შესაბამისად, ეს პრიორიტეტები პარტნიორი...

Continue reading

20 შედეგი 2020 წლისთვის: ხელშესახები მიღწევები მოქალაქეებისთვის

2017 წლის ნოემბერში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა — აზერბაიჯანმა, ბელარუსმა, მოლდოვის რესპუბლიკამ, საქართველომ, სომხეთმა და უკრაინამ — დაამტკიცეს რეფორმების მასშტაბური გეგმა, „20 შედეგი 2020 წლისთვის“. გეგმის მიღწევების საბოლოო მიმოხილვა ადასტურებს,  რომ პროგრამას ხელშესახები სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის ისეთ ოთხ ძირითად სფეროში, როგორიცაა ეკონომიკა, მმართველობა, კავშირები და საზოგადოება. მიუხედავად ამისა, პრობლემების ნაწილი კვლავ გადასაჭრელია — განსაკუთრებით კი, კანონის უზენაესობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან,...

Continue reading

პროგრამა EU4Energy საქართველოში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა EU4Energy საქართველოში 2016 წლიდან ხორციელდება. ის ხელს უწყობს  საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების გაძლიერებას, აუმჯობესებს მონაცემების და სტატისტიკის ხარისხს, და ხელს უწყობს ფაქტებზე დამყარებულ პოლიტიკის  განსაზღვრას. ეს ინფოგრაფიკა აშუქებს იმ მნიშვნელოვან წინსვლას, რომელიც აღინიშნება საქართველოში პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე კანონმდებლობის და სტატისტიკის გაძლიერების მიმართულებით. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, ენერგეტიკული ქარტიის და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მხარდაჭერა სამომავლოდ საფუძველს ჩაუყრის...

Continue reading

ძლიერი ქალები: ძლიერი საქართველო – ინფოგრაფიკა

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირი მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად და მათ გასაძლიერებლად საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის. ეს ინფოგრაფიკა ასახავს, თუ როგორ ახორციელებს ევროკავშირი რეალურ ცვლილებებს საქართველოში, რაც ხდება ბიზნესში მყოფი ქალების გაძლიერებით, ხარისხიანი განათლების შესაძლებლობის უზრუნველყოფით და სამართლიანი საზოგადოების ხელშეწყობით. ინფოგრაფიკა ხელმისაწვდომია ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე. რა კეთდება გენდერული სამოქმედო გეგმები გენდერული პრობლემატიკის გათვალიწინება საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში და გენდერზე დამყარებული სტატისტიკის წარმოება ახალი და...

Continue reading

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა 2021-2022 – ინფოგრაფიკა

ინფოგრაფიკა, რომელიც თან ახლავს მოწვევას განაცხადის შესატანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2021-2022 აკადემიური წლისთვის, მოიცავს ინფორმაციას სადიპლომო პროგრამის, სასტიპენდიო პაკეტის და სკოლაში მიღების პროცედურის შესახებ.   აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლა მდებარეობს თბილისში და სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას მოსწავლეების პარტნიორი ქვეყნებიდან; მოსწავლეებისთვის ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან განსაზღვრულია სტიპენდიები IB სადიპლომო პროგრამისთვის ევროპეისტიკის განხრით. 

Continue reading

ინფორმაცია მოსახლეობისთვის 2020 – საქართველო

EU4Business is an umbrella initiative of the European Union covering all EU support to SMEs in the 6 Eastern Partnership countries – Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova, and Ukraine. The initiative has published the Citizens’ Summaries for the 6 EaP countries with the overview of major results of the past year in the region and per country. In 2019, 78,995 SMEs were supported through the EU4Business Initiative, generating an extra €1.3 billion in income and 117,254 new jobs, growing their turnover by 16.1%, and increasing their exports by 5.9% as a result. This factsheet presents...

Continue reading

ევროკავშირი მხარს უჭერს ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებს და აქტიურ მოქალაქეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ახალგაზრდობის პერსპექტივების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ექვს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიზანია შეუქმნას ახალგაზრდებს სწავლის, მუშაობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად მონაწილეობის და საკუთარი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები.

Continue reading

ევროკავშირი და საქართველო: პარტნიორული ურთიერთობა ახალგაზრდობისთვის

ახალგაზრდობის პერსპექტივების გაუმჯობესება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ექვს პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის მიზანია შეუქმნას ახალგაზრდებს სწავლის, მუშაობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად მონაწილეობის და საკუთარი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები. 2017-2020 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირი დაახლოებით 330 მილიონი ევროს მხარდაჭერას ახორციელებს.

Continue reading

მერების შეთანხმება აღმოსავლეთი (CoM East) – საინფორმაციო ბიულეტინი, საქართველო

ეს საინფორმაციო ბიულეტინი მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მერების შეთანხმება აღმოსავლეთი (CoM East) მიერ, რომლის ამოცანაა, გაავრცელოს ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. CoM East-ი მხარს უჭერს ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს, განახორციელონ მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკა, გააუმჯობესონ ენერგომომარაგების უსაფრთხოება და წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და შეგუების საკითხებში.

Continue reading

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,