AFD-ENPARD პროგრამა სოფლის მეურნეობის ფინანსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად მცირე მასშტაბის ნახევრად კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, FinExCoop საქართველო

აღწერა
ფინანსები, ექსტენციის სერვისები და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის“ (FinExCoop Georgia) 4-წლიანი პროექტია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილია. იგი მიზნად ისახავს გაუმჯობესოს მცირე მასშტაბის ნახევრად კომერციული მეურნეობებისთვის ფინანსებზე წვდომა (ოჯახური პატარა დინამიური ფერმები, რომლებიც ადეკვატური ტექნიკური და ფინანსური დახმარებით შეძლებენ გახდნენ კომერციული ფერმები) ასევე წაახალისოს და უხელმძღვანელოს მიზნობრივი ჯგუფის ფერმერებს და კოოპერატივებს. იგი ქართველ ფერემრებს და კოოპერატივებს თავაზობს შესაძლებლობების განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირებას, რითაც იზრდება მათი კრედიტუნარიანობა და ფინანსური ინკლუზია.
ამას გარდა, პროექტი ტექნიკურ დახმრებას უწევს ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მზად არიან გაზარდონ მცირემასშტაბიანი ფერმებისა და კოოპერატივების დაფინანსება ინოვაციური და აგროფინანსური მოდელებისა და პროდუქტების შექმნით. და ბოლოს, პროექტი ხელს უწყობს დიალოგს სოფლის მეურნეობის სექტორში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიმართულებით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
1. აგრო სესხების პრობლემების გადაჭრა მცირე დინამიური მეურნეობებისათვის და კოოპერატივებისათვის, რომლებიც ვერ იღებენ დაფინანსებას მთავრობის "იაფი სესხის პრგრამიდან"
2. ხელი შეუწყოს შესაბამისი კრიტერიუმების შესაბამისად, ინვესტიციებს იმისათვის რომ გააუმჯობესსოს ბენეფიციარების განვითარება;
3. უზრუნველყოს ტექნიკური დახმარების პროექტის საშუალებით, ბენეფიციარებისთვის მორგებული ეკონომიკური, ფინანსური და ტექნიკური მითითებები, რათა გააძლიერონ თავიანთი სანდოობა და კონკურენტუნარიანობა, ასევე მოთხოვნაზე ორიენტირებული ტექნიკური დახმარება ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებსაც სურთ გაზარდონ თავიანთი მცირე მასშტაბური ნახევრად კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივების პორტფელები.
მოსალოდნელი შედეგები
- დეტალური დიზაინი: ეგრეთ წოდებული მცირე მასშტაბის დინამიური ნახევრად კომერციული მეურნეობების და პერსპექტიული კოოპერატივების ზუსტი იდენტიფიკაცია და შესაბამისი საკონსულტაციო სქემის შექმნა მათი საჭიროებების შესაბამისად, არსებული სქემების, განსაკუთრებით კი ინფორმაციისა და საკონსულტაციო ცენტრების გათვალისწინებით;
- საპილოტე საკონსულტაციო ქსელის სქემა: ადგილზე საკონსულტაციო მომსახურება და ეკონომიკური, ფინანსური და ტექნიკური რჩევების მიცემა (ანგარიშვალდებულება, ბიზნეს გეგმა, საუკეთესო პრაქტიკა, მარკეტინგის გეგმა და ა.შ.) ფერმერების პროდუქტიულობისა და მომგებიანობის გაზრდის მიზნით;
- ინოვაციური ხელსაწყოების მიზანშეწონილობა: საპილოტე ექსპერიმენტები ქონების / მიწის კრედიტის სფეროებში, ხელშეკრულებითი მეურნეობის დაფინანსების სქემები, იჯარა, საინვესტიციო გრანტებეი საგარანტიო მექანიზმები;
- მოკლე პერიოდის ექსპერტიზა ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებაში: მაგ. კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად ან რისკების შეფასების სპეციალური ინსტრუმენტების / მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის;
- წვლილის შეტანა პოლიტიკურ დიალოგში სოფლის მეურნეობის სექტორისა და, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის ფინანსების სფეროში;
- მონიტორინგი, ანგარიშგება და აუდიტი: პროექტის განხორციელების რეგულარული შეფასება და გავლენა.







პროექტის დოკუმენტები
Beneficiaries
Demonstration Plot Shiraki+
Capacity-Building of Farmers and Public Extension Service Providers
FinExCoop Pilot in Potato Production
FinExCoop Pilot in Beef and Dairy
პროექტის რუკა
FinExCoop Pilot in Beef and Dairy
FinExCoop Pilot in Potato Production
Demonstration Plot Shiraki+
Potato and Fodder Beet Demonstration Day in Tsalka
ვიდეოები
Training Initiative for young farmers and students
FinExCoop Georgia and RDA organized joint event "French Cheese Masterclasses"
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
სოფლის მეურნეობა და სასოფლო განვითარება
თემები:
სოფლის მეურნეობა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
20.11.2017
დასრულების თარიღი:
16.02.2022
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/Finexcoop-Georgia-104576834812461

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
123-321

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,