ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

აღწერა
პროექტის მიზანია ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მისი გამომწვევი მიზეზების და შედეგების აღმოფხვრა, საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოს დახვეწისა და მომსახურებების მიწოდებისათვის სათანადო გარემო-პირობების შექმნის გზით.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით, კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სათანადო მომსახურების მიწოდების შემუშავება (გურიასა და ქვემო ქართლის რეგიონები).
• ეროვნული კვლევის ჩატარების გზით, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სანდო და შედარებადი მონაცემების მოძიება და მათზე დაყრდნობით, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედგენა.
• ძირითადი პოლიტიკის შემქმნელი და მომსახურების მიმწოდებელი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა უფლებების ხელშეწყობისა და ქალთა ძალადობისგან (მათ შორის ოჯახში ძალადობისგან) უკეთ დაცვის მიზნით შესაბამისი უწყებებისთვის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის დახმარების გაწევის გზით.
• ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლების (სახელმწიფო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, სახალხო დამცველის აპარატი, პოლიცია, სოციალური მუშაკები, ჯანდაცვის მუშაკები, პროკურორები და იურისტები) შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა
• ძალადობის განმეორების პრევენციისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების გაფართოების მიზნით, სამიზნე რეგიონებში ორი ახალი კრიზისული ცენტრის შექმნა.
• ოჯახში მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავება და პილოტირება, ჯიპიეს (GPS) სამაჯურების სისტემის დანერგვა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით.
• საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.
მოსალოდნელი შედეგები
• პროექტში ჩართული მხარეების მიერ მოხდა ძალადობის საკითხებზე ცნობადობის გაზრდა და სანდო მონაცემების გამოყენებით, პრევენციული და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება. ყოველივე ამან ხელი შუწყო ძალადობის გამჟღვავნებას და პრევენციის ზრდას.
• საგრძნობლად გაძლიერდა პოლიტიკის და მომსახურების მიმწოდებელი ინტიტუციების შესაძლებლობები, რამაც ხელი შეუწყო ქალთა უფლებების დაცვას და მათი ძალადობისგან(მათ შორის ოჯახური ძალადობისგან) გათავისუფლებას.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Drafting Workshop of the National Communication Strategy on Violence against Women
Workshop on the Development of the Rehabilitation Program for Perpetrators of Violence against Women and Domestic Violence
Training of Trainers on Domestic Violence Risk Assessment
Presentation of the National VAW Study Findings
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
თემები:
ქალები
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.11.2016
დასრულების თარიღი:
31.10.2019
ვებსაიტი:
http://georgia.unwomen.org/en
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
358-891

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,