საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში

აღწერა
ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პარლამენტის როლი, განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც უფრო მეტად ანგარიშვალდებული გახდა საკანონმდებლო შტოს წინაშე. ახალი პოტენციალის სარეალიზაციოდ საჭიროა პარლამენტმა არსებითად გააძლიეროს მისი ინსტიტუციური ფუნქციონირება და შესაძლებლობები, რათა ეფექტურად მოახდინოს ახალი მექანიზმების პრაქტიკაში ამოქმედება.
UNDP-ის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული წინამორბედი საპარლამენტო პროექტის კვალდაკვალ, ახალი ინიციატივა ფოკუსირებულია ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის კონსოლიდაციაზე, ევროკავშირისა და UNDP-ის პროექტის დახმარებით შემუშავებული ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის შესაბამისად. ახალი პროექტი მხარს უჭერს პარლამენტში სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც მდგრად ინსტიტუციურ განვითარებაზეა ორიენტირებული. შედარებით მცირე კომპონენტი მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერას სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში პროექტი გამოიყენებს საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული მხარდაჭერის მექანიზმებს და პრაქტიკებს, რომელთა გაზიარება ორ ინსტიტუციას შორის მოხდება.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
1. პარლამენტში მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და საკანონმდებლო პროცესები გაძლიერებულია
2. საპარლამენტო ზედამხედველობის შესაძლებლობები გაზრდილია
3. საჯარო ჩართულობა საპარლამენტო პროცესებში გაძლიერებულია წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობის მეშვეობით
4. ინსტიტუციური ეფექტიანობა გაუმჯობესებულია სტრატეგიული დაგეგმვისა და შესაძლებლობების განვითარების ინიციატივების მეშვეობით
5. აჭარის უმაღლეს საბჭოში გაუმჯობესებულია ინსტიტუციური ჩარჩო და სტრატეგიული დაგეგმვა

მოსალოდნელი შედეგები
- გაუმჯობესებული საპარლამენტო საქმიანობა ახალი კონსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს კონტექსტში
- მთავრობის გაუმჯობესებული ანგარიშვალდებულება და მოქალაქეების გაუმჯობესებული წვდომა პარლამენტის საქმიანობაზე
- აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუმჯობესებული ინსტიტუციური საქმიანობა და ღია მმართველობის პრინციპების გატარება.
Beneficiaries
Supreme Council of Adjara Autonomous Republic
Parliament of Georgia
Support to the Parliament of Georgia; Support to the Supreme Council of Ajara (SCA)
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Parliament of Georgia
Supreme Council of Adjara Autonomous Republic
ვიდეოები
SCA Digital Banner
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
მმართველობა და საჯარო ადმინისტრაცია
თემები:
სათანადო მართვა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
07.11.2019
დასრულების თარიღი:
28.02.2023
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
409-831

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,