პროგრამა EU4Digital

აღწერა
ინიციატივის EU4Digital მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც ხორციელდება ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების პოტენციალის განვითარებით ეკონომიკური ზრდის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით. ამ ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს როუმინგის ტარიფების შემცირებას, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის დანერგვას ეკონომიკის განვითარების და ელექტრონული მომსახურების გაფართოების მიზნით, კოორდინირებულ კიბერუსაფრთხოებას და ციფრული ჩარჩოს ჰარმონიზაციას საზოგადოების სხვადასხვა სფეროში (დაწყებული ლოგისტიკით და დამთავრებული ჯანმრთელობით), უნარების გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას ციფრულ ინდუსტრიაში.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროგრამის ზოგადი ამოცანაა არსებული დაბრკოლებების და ბარიერების აღმოფხვრა პანევროპული ონლაინ სერვისების მიწოდებაში მოქალაქეების, საჯარო ადმინისტრაციისა და ბიზნესისთვის, მათ შორის ციფრული გარემოს ჰარმონიზაციით აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან.
მოსალოდნელი შედეგები
პროგრამა საკუთარ მხარდაჭერას ახორციელებს პოლიტიკის ექვს ძირითად სფეროში:
ტელეკომის წესები: ძალისხმევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთიანი როუმინგის სივრცის მიღწევისათვის, ასევე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერება და სიხშირის განაწილების კოორდინირებული სტრატეგიის შემუშავება.
ნდობა და უსაფრთხოება: EU4Digital ხელს უწყობს ნდობის სამსახურების განვითარებას ციფრულ ეკონომიკაში და კიბერ-უსაფრთხოებაში იმ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობის გასაუმჯობესებლად, რომელიც არის ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული სერვისების ძირითადი შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ე-ვაჭრობა: როგრამა ხელს უწყობს ვაჭრობის გამარტივებას და ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან; ეს ხორციელდება ე-კომერციის, ე-საბაჟოსდა ე-ლოგისტიკის საერთო ჩარჩოების მხარდაჭერით, ასევე მუშაობით ციფრული სატრანსპორტო დერეფნების საკითხებზე.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციები: EU4Digital ხელს უწყობს რეფორმებს და საქმიანობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კვლევის, „სტარტაპების“ და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ევროკავშირის გამოცდილების და სათანადო პრაქტიკის საფუძველზე.
ე-ჯანმრთელობა: ეს პროგრამა ხელს უწყობს ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზებული ეროვნული ჩარჩოს შექმნასროგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან.
ე-უნარები: ციფრული უნარების სტრატეგიის დანერგვა, რომლის მიზანია ციფრული დასაქმებისა და მცირე ბიზნესის კომპეტენციების ეროვნული კოალიციების საფუძვლის შექმნა.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს
ქვესექტორი:
ეკონომიკა და ვაჭრობა, დასაქმება და მეწარმეობა, ციფრული (ფართოზოლოვანი, მობილური, eGov, ციფრული ინოვაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები)
თემები:
ციფრული ტრანსფორმაცია, ბიზნესი, დასაქმება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველოს, მოლდოვა, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2019
დასრულების თარიღი:
31.03.2022
ვებსაიტი:
http:/www.eufordigital.eu
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
396-727

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,