EU4YOUTH: პოტენციალის განვითარება დასაქმების გასაუმჯობესებლად

აღწერა
პროექტმა მხარი დაუჭირა მარგინალიზებული ახალგაზრდების დასაქმების ხელმისაწვდომობას სომხეთში, ბელარუსში და საქართველოში; ეს განხორციელდა პარტნიორული ურთიერთობებით, უნარების განვითარებით და მეწარმეობის ხელშეწყობით. პროექტმა გააუმჯობესა შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის, თანამშრომლობის ჩამოყალიბებით სახელმწიფო და არასახელმწიფო მხარეებს და კერძო სექტორს შორის. გარდა ამისა, მოხდა 12,900 მარგინალიზებული ახალგაზრდის უნარების განვითარება და 180 ახალგაზრდის მხარდაჭერა საკუთარი ბიზნეს-იდეების განსახორციელებლად.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაუმჯობესების და ახალგაზრდობის პოტენციალის მხარდაჭერას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის 4 (ხარისხიანი განათლება) და მიზნის 8 (სათანადო სამუშაო და ეკონომიკის ზრდა), კონკრეტულად მდგრადი განვითარების მიზნების მიზნის 4.4 შესაბამისად - „იმ ახალგაზრდების და მოზრდილების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი უნარები მათ შორის დასაქმების, სათანადო სამუშაოს და მეწარმეობის ტექნიკური და პროფესიული უნარები “
მოსალოდნელი შედეგები
- ჩამოყალიბდა მულტისექტორული პარტნიორობები და თანამშრომლობა შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მარგინალიზებული ახალგაზრდობისთვის.
- მარგინალიზებული ახალგაზრდა ქალების და მამაკაცების ცოდნის, დამოკიდებულებების და თავდაჯერებულობის გაუმჯობესება მათი დასაქმების პოტენციალის ზრდის, ასევე სამოქალაქო და სათემო საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით.
- დაშორებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების და მამაკაცების წახალისება და მხარდაჭერა იმისათვის, რომ მათ ისარგებლონ მეწარმეობის შესაძლებლობებით.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს, პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
ახალგაზრდობა (მეწარმეობა და უნარების განვითარება), სამოქალაქო საზოგადოება, დასაქმება და მეწარმეობა
თემები:
ახალგაზრდობა, სამოქალაქო საზოგადოება, დასაქმება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, ბელარუსი, საქართველოს
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.04.2018
დასრულების თარიღი:
31.03.2021
ვებსაიტი:
https://www.rodekors.dk/stoet
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
394-156

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,