EMBLAS-PLUS (გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება შავ ზღვაში – კონკრეტული ღონისძიებები)

აღწერა
პროექტი ემყარებოდა ადრე განხორციელებულ EMBLAS და EMBLAS-II პროექტებს შავი ზღვის ეკოლოგიის დაცვის გასაუმჯობესებლად შემდგომი ტექნიკური დახმარების საშუალებით; ტექნიკური დახმარება ფოკუსირებული იყო საზღვაო მონაცემთა შეკრებაზე და ადგილობრივ მცირემასშტაბიან ქმედებებზე საზღვაო ნარჩენებით დაბინძურების შემცირების, და საზოგადოებრივი ცნობიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების საშუალებით. პროექტი თანამშრომლობდა ძირითად პარტნიორებთან კვლევითი/სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის ზოგადი ამოცანა იყო შავი ზღვის გარემოს დაცვის გაუმჯობესება.

პროექტის კონკრეტული მიზნები:

- საზღვაო ეკოლოგიის მონაცემთა ხელმისაწვდომობის და გაზიარების გაუმჯობესება ეროვნული და ერთობლივი რეგიონული მონიტორინგის პროგრამებიდან საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო-დირექტივის (MSFD) და წყლის ჩარჩო-დირექტივის (WFD) პრინციპების, და შავი ზღვის ინტეგრირებული მონიტორინგის და შეფასების პროგრამის (BSIMAP) შესაბამისად.
- ერთობლივი ქმედებების მხარდაჭერა სამდინარო და საზღვაო ნარჩენების შესამცირებლად შავი ზღვის აუზში.
- ცნობიერების ამაღლება ძირითადი ეკოლოგიური საკითხების შესახებ და შავი ზღვის დაცვაში საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგები
- ეროვნული და ერთობლივი რეგიონული მონიტორინგის პროგრამების განხორციელება.
- ერთობლივი მონიტორინგის გაუმჯობესება და საზღვაო ნარჩენების შემცირება.
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება გარემოს დაცვის სფეროში.
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს
ქვესექტორი:
ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება
თემები:
ეკოლოგია
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
საქართველოს, უკრაინა
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
01.01.2019
დასრულების თარიღი:
30.09.2020
ვებსაიტი:
http://emblasproject.org
სოციალური მედია:
https://www.facebook.com/groups/1660089820968698/

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,