ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

აღწერა
პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის სამართლებრივი დაცვის ინსტიტუციონალური, სისტემატური და პრაქტიკული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათთვის ძალადობისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების ხელშეწყობა.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
• ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის ინსტიტუციონალური, სისტემატური და პრაქტიკული სამართლებრივი დაცვის ურზუნველყოფა
• ბენეფიციართათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, თავშესაფრებსა და კრიზიულ ცენტრებზე ხელმისაწვდომობის ურზუნველყოფა;
• მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერება;
• დამცავ მექანიზმებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება;
• საკორდინაციო და რეფერალური მექანიზმის შექმნა ძალადობის პრევენციისა და მათზე საპასუხო რეაგირების მიზნით.
მოსალოდნელი შედეგები
• სამართლებრივი დახმარება ხელმისაწვდომია მოწყვლადი ჯგუფებისთვის;
• სამოქმედო პოლიტიკა ორიენტირებულია არსებულ მოთხოვნებსა და საჭოროებებზე. შემუშავებული პრაქტიკა და მეთოდები გამიზნულია მსხვერპლთა ხელშეწყობისათვის;
• მსხვერპლთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცულია. ისინი ეკონომიურად და ფინანსურად დამოუკიდებელნი არიან.
• საზოგადოება მეტად ლოიალურია გენდერული ძალადობის/ოჯახში ძალდობის მსხვერპლთა მიმართ. სათანადო დამცავი მექანიზმები გაძლიერებულია;
• შექმნილია პირველი საკოორდინაციო რეფერალური მექანიზმი .
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Open Air Festival
Presentation of the Research - LBT and Sex worker women''s rights and legal conditions in Georgia
Presentation of the Research - Risk factors causing violent behaviour
Photo Exhibition
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს
ქვესექტორი:
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
თემები:
ქალები
პროექტის სტატუსი:
დასრულებულია
დაწყების თარიღი:
03.11.2016
დასრულების თარიღი:
02.04.2019
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
379-055

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,