საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის(GTC) ტექნიკური დახმარება - ფაზა 1

აღწერა
კარგი საგზაო ქსელი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ვინაიდან ის ხელს უწყობს კავშირებს ადამიანებს შორის და ვაჭრობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
ეს ტექნიკური დახმარების პროექტი მუშაობს საქართველოს მტავრობასთან ერთად და ხელს უწყობს საგზაო ინფრასტრუქტურუს განვითარებას. იგი საფუძველს უყრის საქართველოში შემდგომი წლების განმავლობაში გასახორციელებელ საგზაო პროექტებს.
პროექტი:

- ამზადებს ტექნიკურ კვლევებს, მათ შორის გარემოსა და სოციალურ შეფასებებს შემდგომში დასაფინანსებელი პროექტებისთვის აუცილებელ კვლევებს.
- ეხმარეება პრიორიტეტული შავი წერტილების არჩევაში, რომლებიც მდებარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიახლოვეს, სადაც ყურადღება ექცევა საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის სესხის ოპერაციის ფარგლებში EIB-ის მიერ დასაფინანსებელი პროექტების მიდამოებს, რათა სრულად იქნას გამოყენებული მსგავსი ოპერაციის სარგებელი.
- უზრუნველყოფს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობების ზრდას, რათა წარმატებით განხორციელდეს საქართველოს საგზაო პროგრამა
- ატარებს კვლევებს, რათა გამოვლინდეს ავარიული საგზაო მონაკვეთები.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
დაეხმაროს საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შემუშავებაში რათა შემცირდეს საგზაო ტრანსპორტით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები, დაშავებულთა და ფატალური შემთხვევების რაოდენობ TEN-T ქსელის გასწვრივ მდებარე შავ წერტილებზე.
მოსალოდნელი შედეგები
- შავი წერტილების (მათ შორის საგზაო უსაფრთხოების ინსპექციების ჩათვლით) იდენტიფიცირება და პრიორიტეტული მიმართულების ადმინისტრირება საგზაო დეპარტამენტის მიერ მართულ გზებზე, რომლებიც მდებარეობს საქართველოში გაფართოებული TEN-T ქსელის გასწვრივ;
- დეტალური პროექტირება (საგზაო უსაფრთხოების აუდიტის გათვალისწინებით) და სატენდერო დოკუმენტაციების შემუშავება სამომავლო საგზაო უსაფრთხოების ინვესტიციებისთვის;
- გაუმჯობესებული ტექნიკური და ადმინისტრაციული უნარები საგზაო სექტორში მიმდინარე ინვესტიციების შემუშვების, შეეფასების, განხორციელების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის მიზნით;
- მიწის შესყიდვისა და გადაადგილების სამოქმედო გეგმის სოციალური ამოცანების შესახებ გაზრდილი ცნობიერება.

Beneficiaries
Roads Department of Georgia
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
Roads Department of Georgia
პროექტის დეტალები
საქართველო
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც ქმნის
ქვესექტორი:
კავშირი (ტრანსპორტი და ენერგეტიკა)
თემები:
ტრანსპორტი
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
17.01.2020
დასრულების თარიღი:
10.12.2025
ვებსაიტი:
www.georoad.ge
ევროკავშირის პროექტის ნომერი:
403-497

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,